14:35:00     09-04-2011
“დიდი გეტსბი” კინოეკრანებზე
ბენ აფლეკს რომან “დიდი გეტსბის” მიხედვით გადაღებულ ფილმში როლი შესთავაზეს. ფილმზე რეჟისორი ბაზ ლურმანი მუშაობს. ამის შესახებ საიტი “Collider” იუწყება.
თუ სტუდიასა და მსახიობს შორის მოლაპარაკება შედგება, აფლეკი ტომ ბიუკენენის როლს ითამაშებს. მისი მეუღლის დეზის როლს კი კერი მალიგანი შეასრულებს. ჯეი გეტსბის როლზე, სავარაუდოდ, ლეონარდო დი კაპრიოს დაამტკიცებენ. ფილმში ასევე გადაიღებენ რობი მაგუაირსაც.
აფლეკმა უკანასკნელი როლი ფილმში “The Town” ითამაშა. ის გასული წლის შემოდგომაზე რეჟისორის და სცენარისტის ამპლუაშიც წარმოგვიდგა. მსახიობი ამ დროისთვისაც ახალი ფილმის გადასაღებად ემზადება. “დიდი გეტსბის” ძირითად სცენებს კი ავსტრალიაში, 2011 წლის აგვისტოში გადაიღებენ.
როგორც ცნობილია, “დიდი გეტსბი” ამერიკელი მწერლის, ფრენსის სკოტ ფიცჯერალდის რომანია, რომელიც პირველად 1925 წელს გამოქვეყნდა. რომანის სიუჟეტზე დამყარებული ფილმები უკვე ორჯერ, 1949 და 1974 წელს გამოვიდა.
0