რეჟისორი მეგ რაიანი რეჟისორი მეგ რაიანი />


  11:05:12     07-04-2011

რეჟისორი მეგ რაიანი

მსახიობმა მეგ რაიანმა ძალების რეჟისურაში მოსინჯვა გადაწყვიტა და კომედიური დრამის “Into the Beautiful” გადაღება დაიწყო.

 

საიტ “Collider” – ის ცნობით, ფილმის სცენარს ენ მერედიტი დაწერს, რომელსაც რამდენიმე ფილმის სიუჟეტზე ნამუშევარი აქვს. პროექტის პროდიუსერი კი ვენდი ფაინერმანი გახდება.

 

წინასწარ გავრცელებული ინფორმაციების მიხედვით, ფილმში მოთხრობილი იქნება ბავშვობის მეგობრების შესახებ, რომლებიც მრავალი წლის შემდეგ შეხვდნენ ერთმანეთს. ფილმის შემქნელები კინოსურათს ახასიათებენ, როგორც ლოურენს კედანის “დიდი იმედგაცურუების” თანამედროვე ვერსიას (ეს ფილმი 1983 წელს გამოვიდა და მასში მთავარ როლებს ტომ ბერენჯერი და გლენი ქლოუზი ასრულებენ).

 

თავად რაიანი “Into the Beautiful” – ში გადაღებას არ გეგმავს. ჩვეულ, მსახიობის ამპლუაში კი მალე ფილმ “Lives of the Saints” – ში წარდგება, რომელიც ეკრანებზე მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა გამოვიდეს.
0

ავტორი: