12:02:17     04-04-2011
ლამაზი და ორიგინალური საცირკო ხელოვნება
მსოფლიოში ათასობით ცირკი ფუნქციონირებს. თუმცა, ცნობილია, რომ ნებისმიერი ცირკის შემოქმედებითი კოლექტივის აზრით, საცირკო ხელოვნება სათანადოდ დაფასებული არ არის. ამ რთული და საინტერესო ჟანრის გამორჩეული წარმომადგენელი მსოფლიოში რამდენიმე ცირკია, რომელიც, სპეციალისტების აზრით, მსოფლიოში ყველაზე უკეთესის სტატუსს იმსახურებს.
ერთერთი ყველაზე საინტერესო ჩინეთის ცირკია, სახელწოდებით “სამოთხის შოუ ცისქვეშეთში”. არაჩვეულებრივ წარმოდგენაზე დარბაზში სრული სიჩუმეა, რომელსაც პერიოდულად მქუხარე ტაში და ოვაციები არღვევს. საცირკო შოუში არა მხოლოდ ცირკის მსახიობები, არამედ პროფესიონალი, მედალოსანი აკრობატებიც მონაწილეობენ. ყველა ელემენტი – ნომრები, კოსტიუმები, სიუჟეტები, წარმოდგენას ჯადოსნურს და ფილოსოფიურს ხდის.
ასევე, ცნობილია კანადური “მზის ცირკი”. ის, პირველ რიგში, იმით არის განსხვავებული, რომ ცირკში საერთოდ არ ჰყავთ მხეცები. აქ აკრობატები, ილუზიონისტები, ჟონგლიორები “ბატონობენ”. ამ ჯადოსნურ ადგილას მოხვედრილი ყოველი ადამიანი მზიური განწყობით მიდის.
ორიგინალური და არასტანდარტულია ძმებ რიგლინგების, ბარნუმის და ბეილის ცირკი, ამერიკის შეერთებულ შტატებში. ცირკში ერთდროულად სამი სცენა მოქმედებს. სხვადასხვა სცენების ყურება, ცირკს საინტერესოს და მრავალფეროვანს ხდის.
0