13:10:22     14-05-2016
დაუშვებელი პროდუქციის განთავსების გამო მომხმარებელთა წვდომა ვებ-გვერდზე adjaranet.com დღემდეშეზღუდულია

რამდენიმე დღის წინ, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მითითების საფუძველზე, ინტერნეტ პროვაიდერებმა დაიწყესმომხმარებელთა წვდომის შეზღუდვა www.adjaranet.com საიტზე. აღნიშნული ვებ-გვერდის მიმართ გამოვლინდა დარღვევებიდაუშვებელი პროდუქციის განთავსების სახით.
საიტის მფლობელს შპს „სი ჯი ელს“ მიეცა მითითება 5 კალენდარული დღისვადაში კომისიაში წარედგინა კონკრეტული აუდიოვიზუალური პროდუქციის ინტერნეტში განთავსებისა და გავრცელებისდამადასტურებელი დოკუმენტაცია ან შეეწყვიტა მათი გავრცელება. მსგავსი მოთხოვნები მარეგულირებელს სხვა საიტებისმიმართაც გააჩნდა, რომლებმაც პროდუქციის აღება ამჯობინეს.
შპს „სი ჯი ელს“-მა კომისიაში ვერ წარადგინა შესაბამისი დოკუმენტაცია და არც შეწყვიტა ამ პროდუქციის გავრცელება. რისშემდეგაც კომისიამ მიმართა ინტერნეტპროვაიდერებს „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისადა მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის“ შესაბამისად, შემუშავებული მექანიზმების გამოყენებითმოეხდინათ ვებ–გვერდ www.adjaranet.com -ზე არსებულ დაუშვებელ პროდუქციასთან წვდომის განკავშირება და თუ ეს არხერხდებოდა, მთლიანად საიტის შეზღუდვა.
ამ ეტაპზე „სილქნეტის“ „მაგთიკომის“ და „კავკასუს ონლაინის“ მომხმარებლები ვერ სარგებლობენ აღნიშნული გასართობისაიტით. კომპანიები აცხადებენ, რომ მოქმედებენ მარეგულირებელი კომისიის მიერ განსაზღვრული სანქციების ფარგლებშიდა აღნიშნულ Adjaranet.com მხრიდან აუდიოვიზუალური მასალის განთავსებაზე უფლებების მოპოვებისთანავე აღადგენენწვდომას ვებ გვერდზე.
0