კიდევ ერთი სასტიკი მკვლელობა - 67 წლის ქალი ჯერ აწამეს, შემდეგ კი გაგუდეს კიდევ ერთი სასტიკი მკვლელობა - 67 წლის ქალი ჯერ აწამეს, შემდეგ კი გაგუდეს />


  22:15:45     25-02-2016

კიდევ ერთი სასტიკი მკვლელობა - 67 წლის ქალი ჯერ აწამეს, შემდეგ კი გაგუდეს

"რუსთავი2"-ის ინფორმაციით, 67 წლის ქალის ნაწამები ცხედარი სახლში შესულმა საკუთარმა ძმამ იპოვა. ნინა გოგოლაძე თავდამსხმელებმა საწოლზე დააბეს და შემდეგ ზეწრით გაგუდეს. 

მანამდე კი გარდაცვლილს სავარაუდოდ ფიზიკურადაც გაუსწორნენ, რადგან სახეზე ცხედარს მრავლობითი სილურჯეები აღენიშნება.  სასტიკი დანაშაულის მოტივი კი 150 ლარია. 

ყაჩაღები სავარაუდოდ, გოგოლაძისგან პენსიის თანხას ითხოვდნენ. სოფელი მანდაეთი, სადაც მკვლელობა მოხდა, დამნაშავეების დასჯას ითხოვს, რადგან ამ ფაქტის შემდეგ ადგილობრივებს უკვე სახლებიდან გარეთ გასვლის ეშინიათ.

შინაგან საქმეთა სამინიტრომ გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს, თუმცა უწყება  მოსახლეობის მიერ გავრცელებულ ინმფრმაციას არ ადასტურებს. ოფიცლური ინფორმაციით 67 წლის ქალს სხეულზე ექსპერტიზამ დაზიანებები ვერ უპოვა.

მანდაეთის მაცხოვრებლები მომხდარის დროულად გამოუძიებლობის შემთხვევაში საპროტესტო აქციებით და  ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვით იმუქრებიან.


0

ავტორი: