ვილ სმიტის ქალიშვილის ახალი როლი ვილ სმიტის ქალიშვილის ახალი როლი />


  12:03:58     29-03-2011

ვილ სმიტის ქალიშვილის ახალი როლი

სერიალ “გუნდის” შემქმნელი რაიან მერფი, ვილ სმიტის ახალ პროექტში მონაწილეობაზე უარს აცხადებს. ამის შესახებ “დედლაინი” იტყობინება.

 

მერფი ახალი ფილმის – “ენის” რეჟისორი უნდა გამხდარიყო, სადაც მთავარ როლს ვილ სმიტის ქალიშვილი, იელოუ ითამაშებს.

 

კინოსურათი წარმოადგენს ბროდვეის 1977 წლის მიუზიკლის ეკრანიზაციას. ვილი პროექტის პროდიუსერია. ფილმს “სონი ფიქჩერზი” გადაიღებს.

 

იელოუსთვის ეს პირველი როლი არ არის. მსახიობის ქალიშვილმა უკვე მიიღო მონაწილეობა ფილმში “მე – ლეგენდა,” სადაც მამასთან ერთად ითამაშა. ამას გარდა, 10 წლის სმიტმა მუსიკალურ სცენაზეც მიაღწია წარმატებებს.

 

მუზიკლი “ენი”, უკვე იქნა 1982 წელს ეკრანიზებული. ფილმში მთავარ როლს ალბერტ ფინი და კეროლ ბერნეტი ასრულებენ.
0

ავტორი: