საქართველოს ევროპაში აშშ-ის არმიის სარდალი გენერალ-ლეიტენანტი ბენ ჰოჯესი ესტუმრა საქართველოს ევროპაში აშშ-ის არმიის სარდალი გენერალ-ლეიტენანტი ბენ ჰოჯესი ესტუმრა />


  11:24:40     07-09-2015

საქართველოს ევროპაში აშშ-ის არმიის სარდალი გენერალ-ლეიტენანტი ბენ ჰოჯესი ესტუმრა

a41637.jpg

საქართველოს ევროპაში აშშ-ის არმიის სარდალი, გენერალ-ლეიტენანტი ბენ ჰოჯესი ესტუმრა. თბილისის აეროპორტში ამერიკელ კოლეგას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე დახვდა. 

დღეს გენერალ-ლეიტენანტ ბენ ჰოჯესი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბს ეწვია და საქართველოს თავდაცვის მინისტრს თინათინ ხიდაშელს, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს, გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძეს და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეს, პოლკოვნიკ ომარ ბეგოიძეს შეხვდა. მხარეებმა აშშ-ისა და საქართველოს სამხედრო ძალების თანამშრომლობის გაღრმავებასა და ორმხრივ სასწავლო წვრთნებში ამერიკის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეების კონტიგენტის კიდევ უფრო გაფართოებაზე ისაუბრეს.

გენერალ-ლეიტენანტი ბენ ჰოჯესი ვიზიტის ფარგლებში Economic Policy Research Center-ის მიერ ორგანიზებულ კონფერენციას დაესწრება. გენერალი ჰოჯესი და მისი სარდლობა აშშ-ის შეიარაღებული ძალების იმ ქვედანაყოფს წარმოადგენს, რომელიც უშუალოდაა პასუხისმგებელი საქართველო-აშშ-ის ერთობლივი სწავლებების ჩატარებაზე, მათ შორის არის სწავლება „Noble Partner“, რომელიც 2015 წლის მაისში პირველად ჩატარდა და მომავალ წელს კვლავ გაგრძელდება. გენერალი ჰოჯესი „Noble Partner”-ის ორგანიზებისათვის საქართველოს პრეზიდენტის მიერ დაჯილდოებულია „ოქროს საწმისის“ ორდენით.


0

ავტორი: