16:13:58     31-08-2015
შავ ზღვაზე ამერიკულ-უკრაინული საომარი წვრთნები იწყება
შავ ზღვაზე ამერიკულ-უკრაინული საომარი
წვრთნები იწყება.
მანევრები 31 აგვისტოდან 12 სექტემბრამდე ოდესისა და ნიკოლაევსკის ოლქებში ჩატარდება.
„31 აგვისტოდან-12 სექტემბრამდე ოდესისა
და ნიკოლაევსკის ოლქებში, ასევე შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში დაგეგმილია
ამერიკულ-უკრაინული საზღვაო-საბრძოლო სწავლების გამართვა სხვა ქვეყნების ფლოტების
მიწვევით “Sea Breeze 2015”, - აცხადებენ უკრაინის შეიარაღებული ძალების
პრეს-ცენტრში.
სწავლების მიზანია კრიზისულ რეგიონში სამშვიდობო მრავალნაციონალური სპეც-ოპერაციის ჩატარების ტექნიკების შემუშავება.
ამ სწავლებამ უნდა აამაღლოს რეგიონში
ნდობისა და უსაფრთხოების დონე, გააუმჯობესოს უკრაინის შეიარაღებული ძალების
ურთიერთობები ნატოსა და პარტნიორი
ქვეყნების შეიარაღებული ძალებთან.
სწავლება იქნება მულტინაციონალური. მასში
იმონაწილევებს 2,5 ათასი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე (შემადგენლობის
მესამედი), ასევე ბულგარეთი, გერმანია, საბერძნეთი, იტალია, დიდი ბრიტანეთი,
რუმინეთი, შვედეთი,უკრაინა, მონაწილეობისათვის წარდგენილია მოლდოვეთიც. მანევრებში ჩართული იქნება 150
ერთეულზე მეტი საბრძოლო ტექნიკა-ხომალდები, წყალქვეშა ნავები, ვეტმფრენები,
ასევე სახმელეთო ტექნიკა.
ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან დაგეგგმილია 5 ხომალდის, ორი წყალქვეშა ნავისა და 40 ერთეული სახმელეთო ტექნიკის მონაწილეობა.
ამერიკის
შეერთებული შტატების მეექვსე ფლოტის ხელმძღვანელმა ვიცე-ადმირალმა ჯეიმს ფოგომ
განაცხადა რომ “Sea Breeze” არის კარგი შესაძლებლობა პარტნიორი ქვეყნებისათვის
სერიოზულად მოემზადონ თანამშრომლობისათვის ხმელეთზე, ზღვასა და ჰაერში.
საზღვაო ფაზის მიმდინარეობისას დამუშავდება „მცირე ხომალდების შემოტევისას დამცავი საშუალებები“ საზღვაო ფაზისას კი- „საბრძოლო მოქმედებებისას მიღებული დაზიანებების აღმოფხვრა“
საზღვაო ფაზის მიმდინარეობისას ჯარისკაცები ასევე შეისწავლიან თანამშრომლობას
წყალში, წყალწვეშა ნავებისათვის წინააღმდეგობის გაწევას და მცირე ხომალდების
თავდასხმისას თავის დაცვას.