13:00:36     19-08-2015
მასშტაბური საჰაერო წვრთნები ევროპაში - ნატოს მანევრებში 5 ათასი სამხედრო ჩაერთვება
ნატო "ცივი ომის" შემდეგ ყველაზე მასშტაბურ საჰაერო წვრთნას იწყებს, რომელიც ევროპის ტერიტორიაზე ჩატარდება. "ბი-ბი-სის" ინფორმაციით, სამხედრო სწავლება 13 სექტემბრამდე გაგრძელდება.
წვრთნაში 11 ქვეყნიდან 5 ათასი სამხედრო მიიღებს მონაწილეობას. სწავლება ბულგარეთის, იტალიის, რუმინეთისა და გერმანიის ტერიტორიაზე ჩატარდება.
სამხედრო წვრთნის მიზანს საჰაერო ძალების მზადყოფნის შემოწმება და ალიანსის ძალების დახვეწა წარმოადგენს.
0