თავდაცვის მინისტრი: „ე.წ. სამხრეთ ოსეთი არის ერთი დიდი რუსული სამხედრო ბაზა" თავდაცვის მინისტრი: „ე.წ. სამხრეთ ოსეთი არის ერთი დიდი რუსული სამხედრო ბაზა" /> "/> " />


  13:35:53     09-07-2015

თავდაცვის მინისტრი: „ე.წ. სამხრეთ ოსეთი არის ერთი დიდი რუსული სამხედრო ბაზა"

a39784.jpg

საქართველოს თავდაცვის მინისტრი „როიტერის“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტს გამოეხმაურა, სადაც ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პრეზიდენტი ლეონიდ თიბილოვი აცხადებს, რომ რუსეთთან გაფორმებული „თანამშრომლობისა და ინტეგრაციის ხელშეკრულების“ მთავარი ნაწილი ერთიანი თავდაცვითი სივრცის შექმნაა.

როგორც თინათინ ხიდაშელმა აღნიშნა, „ე.წ. სამხრეთ ოსეთი არის ერთი დიდი რუსული სამხედრო ბაზა, რომელსაც ემსახურება ყველა სხვა დანარჩენი, ვინც იქ ცხოვრობს. შესაძლოა, ვიღაც კმაყოფილია იმიტომ, რომ რუსულ სამხედრო ბაზას ემსახურება და ხელფასს იღებს. მოსახლეობა კმაყოფილია თუ არა არსებული მდგომარეობით, ყველაზე კარგად დავინახეთ მაშინ, როდესაც „სამხრეთ ოსეთში“ იყო ძალიან სერიოზული გამოსვლები, სამოქალაქო წინააღმდეგობა, იმ ცნობილი „ხელშეკრულების“ გაფორმების დროს, რაც „სამხრეთ ოსეთსა“ და რუსეთს შორის დაიდო“.

0

ავტორი: