00:59:47     04-07-2015
ავღანეთში, ქართველმა სამხედრო მოსამსახურეებმა ნარკოტიკული ნივთიერება ამოიღეს
ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე დისლოცირებულმა ქართველმა სამხედრო მოსამსახურეებმა ნარკოტიკული ნივთიერება ამოიღეს. საქართველოს შეიარაღებული ძალების IV-ე მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის „ბრავო“ ასეულის პირველმა ოცეულმა 780 გრამი ნარკოტიკული საშუალება ბაზის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ერთ-ერთი მოქალაქის ჩხრეკის დროს აღმოაჩინეს.
"მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს, 43-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებმა საერთო ჯამში 1200 გრ. ნარკოტიკული ნივთიერების ამოღება მოახერხეს.
ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოების მიზნით, 43-ე ბატალიონის ერთ-ერთ მთავარ ამოცანას საკონტროლო-გამშვები პუნქტების კონტროლი და ბაზის დაცვა წარმოადგნეს, რათა აკრძალული ნივთიერებების - ასაფეთებელი თუ ნარკოტიკული საშუალებების შეტანა არ მოხდეს.
0