12:14:45     26-06-2015
ახალაია ალასანიაზე: ნამუსგარეცხილი ავანტიურისტი
პატიმრობაში მყოფი ყოფილი თავდაცვის მინისტრი, ბაჩო ახალაია გაზეთ "ვერსიასთან" ინტერვიუში თავისუფალი დემოკრატების ლიდერის, ირაკლი ალასანიას შესახებ საუბრობს.
„ირაკლი ალასანიაზე მე ნუ მკითხავთ, ჩემი აზრი ყველამ იცის, ის ჩვეულებრივი ნამუსგარეცხილი ავატიურისტია! ჰკითხეთ მას, რატომ იფშვნეტდა ხელებს, როცა პირდაპირი მნიშვნელობით, საქართველოსთვის თავდადებულ გმირებს, ადამიანებს, რომლებმაც სისხლი დაღვარეს ქვეყნისთვის, ზუსტად ის პროკურორები და მოსამართლეები იჭერდნენ და ასამართლებდნენ უტიფრად, ვინც ახლა მის ბუღალტრებს გადაეკიდა?!
ჰკითხეთ, რატომ გაწირა მათი ოჯახები, რატომ დატოვა ათასამდე ადამიანი უმუშევარი, მხოლოდ იმიტომ რომ ჩემთვის ევნო! ამის მერე ვინმე ისაუბრებს მის პროგრესულ ღირებულებებზე?
ავანტიურისტებს მხოლოდ ერთი ღირებულება აქვთ - საკუთარი კეთილდღეობა და მორჩა! მართალია, იგი იყო და რჩება რუსულ საფრთხედ, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენმა თავდაცვის დოქტრინამ ასეთი მოვლენა თავის დროზე ვერ გაითვალისწინა. შესაბამისად, თავდაცვის სამინისტროს ამ არსებასთან არასდროს არაფერი ესაქმებოდა“, - განაცხადა ბაჩო ახალაიამ გაზეთ "ვერსიისთვის" მიცემულ ინტერვიუში.
0