აშშ-ის საელჩო: აშშ-ის სამხედრო პერსონალი, წყალდიდობის შედეგებთან ბრძოლაში, ქართულ მხარეს დაეხმარება აშშ-ის საელჩო: აშშ-ის სამხედრო პერსონალი, წყალდიდობის შედეგებთან ბრძოლაში, ქართულ მხარეს დაეხმარება />


  19:44:58     23-06-2015

აშშ-ის საელჩო: აშშ-ის სამხედრო პერსონალი, წყალდიდობის შედეგებთან ბრძოლაში, ქართულ მხარეს დაეხმარება

a38911.jpg

აშშ-ს საელჩოს ინფორმაციით, საქართველოში აშშ-ის სამხედრო პერსონალი იმყოფება, რომელიც წყალდიდობის შედეგებთან ბრძოლაში ქართულ მხარეს ცოდნას გაუზიარებს.

„აშშ-ის მთავრობის მიერ საქართველოსათვის ოფიციალურად შეპირებული დახმარების გარდა, წყალდიდობის შედეგებთან ბრძოლაში ცოდნას არ იშურებს აშშ-ის სამხედრო პერსონალიც, რომელიც საქართველოში იმყოფება. სერჟანტი ჯეისონ სტენდერი ერთ-ერთი ამერიკელი საზღვაო ქვეითია, რომელიც „საქართველოს მომზადების პროგრამის“ ფარგლებში საქართველოში მსახურობს.

ის პროფესიით სამოქალაქო ინჟინერია და ყოველ დღე თბილისის მერიასა და ქართველ ინჟინრებთან ერთად, ტრაგიკული წყალდიდობისაგან მიყენებული ზარალის შეფასებაზე მუშაობს. სერჟანტი სტენდერი აშშ-ის სატყეო სამსახურის ექსპერტებთან ერთადაც იმუშავებს, როდესაც ისინი 26 ივნისს საქართველოში ჩამოვლენ. შეერთებული შტატები საშინელი სტიქიის შედეგებთან ბრძოლაში საქართველოს გვერდით დგას“, - ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.

0

ავტორი: