თავდაცვის სამინისტრო მიმდინარე ხარჯებს 5 მილიონით შეამცირებს თავდაცვის სამინისტრო მიმდინარე ხარჯებს 5 მილიონით შეამცირებს />


  16:05:29     23-06-2015

თავდაცვის სამინისტრო მიმდინარე ხარჯებს 5 მილიონით შეამცირებს

a38892.jpg

დღეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ მთავრობის სხდომას, თავდაცვის მინისტრის პირველი, მოადგილე დავით ებრალიძე დაესწრო. მთავრობის წევრებმა განსახილველ 34 საკითხს შორის ბიუჯეტის კორექტირებაზეც იმსჯელეს. თავდაცვის მინისტრის მოადგილემ სხდომის დასრულების შემდეგ მედიის წარმომადგენლებს განუცხადა, რომ თავდაცვის სამინისტრო ბიუჯეტის კორექტირების ფარგლებში მიმდინარე ხარჯებს დაახლოებით 5 მილიონი ლარით შეამცირებს.

„ამ ეტაპზე არსებული შეთანხმების თანახმად, კაპიტალურ ხარჯებს არ დააკლდება. მიმდინარე ხარჯები კი დაახლოებით 5 მილიონი ლარის ფარგლებში შემცირდება“. - აღნიშნა დავით ებრალიძემ.


0

ავტორი: