თინა ხიდაშელი: საქართველომ ვარშავის სამიტზე MAP-ი უნდა მიიღოს თინა ხიდაშელი: საქართველომ ვარშავის სამიტზე MAP-ი უნდა მიიღოს />


  14:28:06     22-06-2015

თინა ხიდაშელი: საქართველომ ვარშავის სამიტზე MAP-ი უნდა მიიღოს

a38833.jpg

საქართველოს თავდაცვის მინისტრი არასამთავრობო სექტორს შეხვდა.

თინა ხიდაშელის თქმით, საქართველომ ვარშავის სამიტზე MAP უნდა მიიღოს.

,,გენერალურ მდივანსაც ვუთხარი, რომ ჩვენი მოსახლეობა იმსახურებს, ზუსტად იცოდეს, რომ საქართველოს ხელისუფლება იბრძვის მაქსიმალური შედეგისთვის. 

საქართველო იბრძვის და ყველაფერს აკეთებს, რომ გადავიდეს თვისობრივად ახალ ეტაპზე ნატო-სთან ურთიერთობაში. ჩვენ უნდა მივიღოთ ვარშავაში MAP-ი და არ ვაპირებთ, დავუწიოთ ტონს მოთხოვნის ნაწილში. 

ეს არის საქართველოს ხელისუფლების ერთიანი პოზიცია", - განაცხადა მინისტრმა. 0

ავტორი: