თავდაცვის მინისტრი საერთაშორისო კონფერენციას ესწრება თავდაცვის მინისტრი საერთაშორისო კონფერენციას ესწრება />


  18:46:28     18-06-2015

თავდაცვის მინისტრი საერთაშორისო კონფერენციას ესწრება

a38504.jpg

საქართველოს თავდაცვის მინისტრი,  თინათინ ხიდაშელი ბათუმში საერთაშორისო კონფერენციას ესწრება. „საქართველოს ევროპული გზა" ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით ტარდება. 

თავდაცვის მინისტრმა თემატურ სესიაში „აღმოსავლეთ ევროპაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცების შესაძლებლობები” მიიღო მონაწილეობა. მოდერირებული დისკუსიის თემები იყო ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა, აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში უსაფრთხოების გამოწვევები, ევროკავშირის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის ინსტრუმენტები და რუსეთის ბერკეტები აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ევროკავშირში ინტეგრაციის შესაჩერებლად. 

კონფერენცია. „აღმოსავლეთ პარტნიორობის" რიგის სამიტის შედეგების, ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების და მისი ნაწილის, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის კომპონენტის განხორციელების საკითხების განხილვას ეძღვნება. რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოში უსაფრთხოების გამოწვევებს.

0

ავტორი: