"როდესაც საუბარია ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემაზე, ეს არის ძალიან მაღალი რისკი" "როდესაც საუბარია ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემაზე, ეს არის ძალიან მაღალი რისკი" /> "/> " />


  12:25:27     18-06-2015

"როდესაც საუბარია ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემაზე, ეს არის ძალიან მაღალი რისკი"

a38459.jpg

თბილისში დაბრუნებულმა თავდაცვის მინისტრმა პარიზში გაფორმებულ ხელშეკრულებაზე კომენტარი გააკეთა. თინა ხიდაშელის თქმით, დოკუმენტის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მის გასაჯაროებას არ აპირებს.

"არ ვაპირებ გავასაჯაროო ეს ხელშეკრულება, არც იმაზე ლაპარაკს ვაპირებ, რაზეც მანამდე საუბრობდნენ, რადგან მგონია, რომ უპასუხისმგებლობაა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მხრიდან დღეს საუბარი ამ ხელშეკრულების შინაარსზე, დეტალებზე, იმაზე, რა ტიპის ღონისძიებების განხორციელებაა დაგეგმილი ამ ხელშეკრულების პირობების მიხედვით. საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელსაც აქვს სრული ლეგიტიმაცია იმისა, რომ მარტივად გაიგოთ, რომ როდესაც საუბარია ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემაზე - ეს არის ძალიან მაღალი რისკი," - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

0

ავტორი: