თავდაცვის სამინისტრო სამაშველო და გაწმენდით სამუშაოებს აგრძელებს თავდაცვის სამინისტრო სამაშველო და გაწმენდით სამუშაოებს აგრძელებს />


  12:51:48     14-06-2015

თავდაცვის სამინისტრო სამაშველო და გაწმენდით სამუშაოებს აგრძელებს

a38150.jpg

თავდაცვის სამინისტროს პირადი შემადგენლობა, რომელიც სამაშველო და გაწმენდით სამუშაოებშია ჩართული, ორ ნაწილად არის გაყოფილი. საინჟინრო ბრიგადის პირადი შემადგენლობა და ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობა დილიდან სამაშველო და გაწმენდის სამუშაოებს ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე ვაკე-საბურთალოს ახალ გზაზე ასრულებენ.

მობილიზებულია ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის სპეციალური ტექნიკა. თავდაცვის უწყების დანაყოფები მეწყერისგან გაწმენდის სამუშაოებს წყნეთი-ახალდაბის გზაზეც ასრულებენ. ამ დროისათვის წყნეთი-ბეთანიის გზაზე გრუნტის გეოლოგიური შესწავლა მიმდინარეობს.

0

ავტორი: