სასამართლოს განცხადება გიორგი ოქროპირიძის საქმესთან დაკავშირებით სასამართლოს განცხადება გიორგი ოქროპირიძის საქმესთან დაკავშირებით />


  17:27:07     09-06-2015

სასამართლოს განცხადება გიორგი ოქროპირიძის საქმესთან დაკავშირებით

გიორგი ოქროპირიძის საქმესთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლო მიმართვას ავრცელებს, რომელსაც "პრესა.ჯი" უცვლელად გთვაზობთ: 

"თბილისის საქალაქო სასამართლო,   საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინების მიუხედავად , მოუწოდებს საზოგადოების წარმომადგენლებს, კერძოდ კი, მედიას, პროცესის მონაწილე მხარეებს და ყველა იმ პირს, ვინც შემხებლობაშია  ნაფიც მსაჯულთა განსჯად - ბრალდებულ გიორგი ოქროპირიძის საქმესთან, თავი შეიკავონ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით ყოველგვარი განმარტების თუ განცხადების გაკეთებისაგან. 

სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან,  სისხლის სამართლის საქმე კვლავ თბილისის საქალაქო სასამართლოს წარმოებაშია და შესარჩევია ნაფიც მსაჯულთა ახალი შემადგენლობა, მედია საშუალებებით  ნებისმიერი ხასიათის განცხადებებმა და საჯარო განხილვებმა, შესაძლოა საფრთხე შეუქმნას მართლმსაჯულების განხორციელებას.

მართლმსაჯულების ინტერესების დაცვის მიზნით, თბილისის საქალაქო სასამართლო, ასევე,  მოუწოდებს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, კანონის ფარგლებში, სრულად უზრუნველყონ პროცესის მონაწილეთა უსაფრთხოება.

შეგახსენებთ, რომ ნაფიც მსაჯულთა ახალი შემადგენლობის შერჩევის სხდომა 2015 წლის 10 ივნისს 12:00 საათზე გაიმართება".  0

ავტორი: