19:49:58     01-06-2015
საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ბრიუსელში იმყოფება
საქართველოს თავდაცვის მინისტრი, სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება. ნატოს შტაბ-ბინაში, თინათინ ხიდაშელი, ალიანსის გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან და ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარესთან, გენერალ კნუდ ბარტელსთან გამართავს შეხვედრებს. განხილვის მთავარი თემა, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით გათვალისწინებული მიმართულებების იმპლემენტაცია იქნება.
ვიზიტის ფარგლებში, თავდაცვის მინისტრი, ნატოს შტაბ-ბინაში მიმდინარე ფოტოგამოფენას „გენდერული ინტეგრაცია საქართველოს შეიარაღებულ ძალებში“ დაესწრება. თინათინ ხიდაშელი, გამოფენის ორგანიზატორს - ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებში, ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენლს, ელჩ მარიეტ შურმანსაც შეხვდება.
0