"ევროვიზიის" დასკვნით შოუმდე, რამდენიმე საათი რჩება - ნინა სუბლატს მხარდაჭერას პოლიტიკოსებიც უცხადებენ "ევროვიზიის" დასკვნით შოუმდე, რამდენიმე საათი რჩება - ნინა სუბლატს მხარდაჭერას პოლიტიკოსებიც უცხადებენ /> "/> " />


  17:44:34     23-05-2015

"ევროვიზიის" დასკვნით შოუმდე, რამდენიმე საათი რჩება - ნინა სუბლატს მხარდაჭერას პოლიტიკოსებიც უცხადებენ

"ევროვიზიის" დასკვნით შოუმდე, რამდენიმე საათი რჩება. საიუბილეო, მე-60 კონკურსის ფინალისათვის, ვენის “სთეით ჰოლში”, დილიდან ემზადებიან.

მზადება, თბილისშიც მიმდინარეობს. ქართველი კონკურსანტის, ნინა სუბლატის საგულშემატკივროდ, კლუბ "ოტიუმში", ფანკლუბი გაიხსნება, სადაც სუბლატის გულშემატკივრებს, შესაძლებლობა ექნებათ, შეიკრიბონ და ერთად ადევნონ თვალი, ევროკონკურსის ფინალის, პირდაპირ ტრანსლაციას, პირველი არხის ეთერში.

ფინალისტების სრული სია, უკვე, ცნობილია. ნინა სუბლატი, ევროვიზიის ფინალში, 23-ე ნომრად იმღერებს.

მოგეხსენებათ, რომ დღეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, ქართველ მონაწილეს, კონკურსზე, წარმატება უსურვა და საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებს, საქართველოს მეგობრებს, მოუწოდა, რომ მხარი დაუჭირონ ნინა სუბლატს. მისი თქმით, ნინას მხარდაჭერა, საქართველოს მხარდაჭერაა (  იხ.სტატია ).

დღეს, ასევე, საქართველოს ექს-პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, ქართველ კონკურსანტს, სახალხოდ, მხარდაჭერა გამოუცხადა. "არ დაგავიწყდეთ მხარი დაუჭიროთ და ხმა მისცეთ, ქართველ კონკურსანტს - ნინა სუბლატს, "ევროვიზიაზე". ის, შესანიშნავია. ძალიან მომეწონა, თუ როგორ ილაპარაკა ნინამ, ქართველების მებრძოლ სულზე" - დაწერა, მიხეილ სააკაშვილმა, თავის ოფიციალურ, ფეისბუქის გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ "ევროვიზიის" სიმღერის კონკურსის ფინალს, დღეს, 23:00 საათზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის, პირველი არხი, პირდაპირ ეთერში გადასცემს. 0

ავტორი: