ჯასტინ ბიბერის “მომაბეზრებელი” პოპულარობა ჯასტინ ბიბერის “მომაბეზრებელი” პოპულარობა />


  12:06:56     12-03-2011

ჯასტინ ბიბერის “მომაბეზრებელი” პოპულარობა

ლივერპულის პოლიციამ ჯასტინ ბიბერი მოსალოდნელ დაპატიმრებასთან დაკავშირებით გააფრთხილა. როგორც ირკვევა, ახალგაზრდა მომღერალს სასტუმროში მასობრივი უწესრიგობის პროვოცირებას ედავებიან. ბიბერი ინგლისურ ქალაქში საკუთარი საგასტროლო ტურის ფარგლებში იმყოფება. ამის შესახებ პორტალი “TMZ” იუწყება.

 

მომღერალი ლივერპულში 9 მარტს ჩავიდა და სასტუმრო “Hard Days Night Hotel” – ში გაჩერდა. მალე, სასტუმროს სიახლოვეს, მისი თაყვანისმცემელი, სასკოლო ასაკის რამდენიმე ათასი გოგონა შეიკრიბა. ისინი მომღერლის სახელს სკანდირებდნენ, ყვიროდნენ და კუმირს გარეთ უხმობდნენ.

 

სიტუაციის კონტროლზე ასაყვანად, სასტუმრომ პოლიცია გამოიძახა. სამართალდამცველებმა მასას ჯაჭვი შემოარტყეს, რათა არ დაეშვათ სიტუაციის გაუარესება. პოლიციამ ბიბერს და მის მენეჯრებსაც მიმართა და მომღერალს აივანზე გასვლა და ფანებთან მისალმება აუკრძალა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას დააპატიმრებენ.

 

თავად მომღერალმა თაყვანისმცემლებს, “ტვიტერის” საშუალებით, თხოვნით მიმართა, რომ ნუ ყვირიან, რადგან დაძინება სურს, თუმცა უშედეგოდ. მომღერალი ლივერპულში იმ ადგილების დათვალიერებასაც გეგმავდა, რომელიც “ბითლზების” სახელთან არის დაკავშირებული, მაგრამ, ფანების საქციელის გამო, ექსკურსიას ვეღარ შეძლებს.

 

ჯასტინ ბიბერის კონცერტები დიდ ბრიტანეთში 11-დან 24 მარტამდე, სხვადასხვა ქალაქებში გაიმართება. 
0

ავტორი: