ლანჩხუთში კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი დაჭრეს ლანჩხუთში კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი დაჭრეს />


  14:37:13     26-01-2015

ლანჩხუთში კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი დაჭრეს

გვიან ღამით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანდარაში კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი, ნუგზარ ცინცაძე ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს.

დაჭრილის მეუღლის იამზე ჩხაიძის ინფორმაციით, ცინცაძე მეგობრის სახლიდან გამოსვლისას დაჭრეს. 

"როდესაც ვაზაგაშვილის დაკრძალვიდან დაბრუნდა, მეგობრის სახლში შეიარა და ვახშამზე დარჩა. რამდენიმე წუთში მეგობარს უთხრა, სახლში უნდა წავიდეო. როდესაც ფანჯარასთან მივიდა, გარედან ესროლეს. ხუთი ტყვია აქვს მოხვედრილი",- განაცხადა ჩხაიძემ. 

ქალბატონისთვის მომხდარის მოტივი უცნობია. 

ნუგზარ ცინცაძე  ქუთაისის რკინიგზის საავადმყოფოშია გადაყვანილი. მედიკოსთა ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

"პრესა.ჯი" მომხდარის შესახებ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატს გიორგი მორჩილაძეს ესაუბრა. 

ჭანდარაში კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი, ნუგზარ ცინცაძე ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს, რას უკავშირდება დაჭრა?

- დილით გავიგე, რომ  ნუგზარ ცინცაძე დაუჭრიათ, მიზეზი ნამდვილად არ ვიცი...

- შესაძლებელია, რომ ცინაძის დაჭრა ვაზაგაშვილის მკვლელობასთან კავშირში იყოს? დაჭრილის მეუღლე აცხადებს, რომ ბატონი ნუგზარი გარდაცვლილი იურა ვაზაგაშვილის გასვენბაში იმყოფებოდა...

- არამგონია რომ ეს ორი ფაქტი ერთმანეთთან კავშირში იყოს.  



 

0

ავტორი: