15:46:15     20-01-2015
კანის კინოფესტივალის ჟიურიში ძმები კოენები მიიწვიეს
კანის კინოფესტივალის ჟიურის ძმები კოენები უხელმძღვანელებენ. ამის შესახებ 68-ე საერთაშორისო კინოფორუმის ორგანიზატორებმა განაცხადეს. კინოფესტივალი კანში 13-24 მაისს გაიმართება.
ამჟამად ჯოელ და იტან კოენები ახალ ფილმზე ("ავე ცეზარ!") მუშაობენ, რომელშიც მთავარ როლებს სკარლეტ იოჰანსონი და ჩენინგ ტატუმომი ასრულებენ.
0