ყოფილმა პატიმარმა თანასოფლელი მოკლა და გვამის დამარხვას შეეცადა ყოფილმა პატიმარმა თანასოფლელი მოკლა და გვამის დამარხვას შეეცადა />


  15:21:12     14-01-2015

ყოფილმა პატიმარმა თანასოფლელი მოკლა და გვამის დამარხვას შეეცადა

ასპინძის რაიონ სოფელ ოშორაში,  მომხდარი მკვლელობა გახსნილია. სამართალდამცავებმა განზრახ მკვლელობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი, 1981 წელს დაბადებული მამაკაცი დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ  ზვიად ბურდულმა, ცივი იარაღით თანასოფლელი მამაკაცი ფრიდონ მჭედლიშვილი  მოკლა. მოგვიანებით კი ცხედარი მდინარის ნაპირზე წაიღო, სადაც მის დამარხვას აპირებდა.

როგორც „პრესა.ჯი“-ს ასპინძის გამგებელმა ლევან ცაბაძემ განუცხადა, საზარელი მკვლელობა 13 იანვარს მოხდა.

მისი თქმით,  სამართალდამცველებმა ზვიად ბ. ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, მკვლელობიდან რამდენიმე საათში, სოფელ ოშორას გასასვლელში დააკავეს.

შს სამინისტროს ინფორმაციით კი დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით).

„პრესა.ჯი“: როდის მოხდა მკვლელობა და რა სახელდება მკვლელობის მიზეზად?

ლევან ცაბაძე: მკვლელობა ძველით ახალ წელს მოხდა, ანუ 13 იანვრის ღამეს. მკვლელობის მიტივი უცნობია.

-რა ვითარებაში მოხდა მკვლელობა?

-მოკლული და ეჭვმიტანილი ერთად ქეიფობდნენ, შემდეგ შელაპარაკება მოუვიდათ, დაკავებულმა ფრიდონ მჭედლიშვილის დანით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

-არსებული ინფორმაციით, მკვლელობის შემდეგ ეჭვმიტანილმა გაქცევა სცადა...

-მკვლელობის შემდეგ დაკავებული ცხედრის მდინარესთან დამარხვას  შეეცადა, სამართალდამცავებმა ბურდული მაშინ აიყვანეს, როცა ის სოფლის დატოვებას ცდილობდა.

0

ავტორი: