ვანო მერაბიშვილის სახლის გაქურდვის ბრალდებით სამი პირი დააკავეს ვანო მერაბიშვილის სახლის გაქურდვის ბრალდებით სამი პირი დააკავეს />


  12:01:54     18-12-2014

ვანო მერაბიშვილის სახლის გაქურდვის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

შს სამინისტროს ინფორმაციით, ყოფილი პრემიერ მინისტრის  ვანო მერაბიშვილი სახლი სამმა პირმა გაქურდა. სამივე მათგანი მრავალჯერ ნასამართლევია. 

პოლიციის ინფორმაციით, დაკავებულებმა მერაბიშვილის  აბასთუმანში მდებარე  სახლში  აბაზანის სარკმლიდან შეაღწიეს და   პლაზმური ტელევიზორები, ჭურჭელი, სხვადასხვა დასახელების სასმელი, მოვერცხლილი ხატი და საყოფაცხოვრებო ნივთები მოიპარეს. 

 სამართალდამცველებმა მოპარული ნივთების ნაწილს თბილისში, ერთ-ერთი დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას მიაგნეს. მოპარული ჭურჭლის ნაწილი ამოღებულია მშრალი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ბაზრობიდან, ხოლო თბილისში მდებარე 2 ლომბარდიდან ტელევიზორი და ლეპტოპი ამოიღეს. 

შს სამინისტროს განცხადება: 

"შსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ადიგენის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი სამი პირი: 1993 წელს დაბადებული გიორგი შ, 1987 წელს დაბადებული ზაზა ქ. და 1989 წელს დაბადებული თამაზ ქ. ქურდობის ბრალდებით ახალციხეში დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებმა 16 დეკემბერს დაბა აბასთუმანში, ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლში აბაზანის სარკმლიდან ფარულად შეაღწიეს, საიდანაც პლაზმური ტელევიზორები, ჭურჭელი, სხვადასხვა დასახელების სასმელი, მოვერცხლილი ხატი და საყოფაცხოვრებო ნივთები მოიპარეს.

სამართალდამცველებმა თბილისში, ერთ-ერთი დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას მოპარული ნივთების გარკვეული ნაწილი ამოიღეს. მოპარული ჭურჭლის ნაწილი ამოღებულია მშრალი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ბაზრობიდან, ხოლო თბილისში მდებარე 2 ლომბარდიდან ტელევიზორი და ლეპტოპი ამოიღეს.

გამოძიება ბინაში უკანონო შეღწევით ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით)".

0

ავტორი: