20:16:14     04-12-2014
ბიძინა ივანიშვილი: "დოლარი მყარდება ბევრ სახელმწიფოში, მსგავსი ხდება საქრათველოშიც"

საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი ლარის გაცვლითი კურსის მკვეთრ ცვლილებას საჯარო ბიბლიოთეკიდან გამოეხმაურა.
"დოლარი მყარდება ბევრ სახელმწიფოში, მსგავსი ხდება საქრათველოშიც", - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა ლარის კურსთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ ჟურნალისტებს განუცხადა.
"ერთ კვირაში ხდება რაღაც, უამრავი განცხადება გაკეთდა. არავითარი აჟიოტაჟი არ არის, ეკონომიკა არის მყარი, ლარის კურსი მერყეობს, დოლარი მყარდება ბევრ სახელმწიფოში, მსგავსი ხდება საქართველოშიც. განმარტებები ფინანსთა მინისტრმა და სხვებმა გააკეთეს. ყველაფერი ნორმალურია, კარგად მუშაობს მთავრობა", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.
შეგახსენებთ რომ დღეს, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, ”მოქალაქეს” მიერ ორგანიზებული სამოქალაქო განათლების ოლიმპიადის პირველი ტურის გამარჯვებულების დაჯილდოება გაიმართა, რასაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდა.
0