ღვიძლი ალჟირულად ღვიძლი ალჟირულად />


  10:47:57     26-02-2011

ღვიძლი ალჟირულად

მასალა: ცხვრის ღვიძლი – 1 ცალი, 1 თავი ხახვი, 1 თავი ნიორი, 1 მწარე წიწაკა, 1 ჩაის კოვზი მარილი, 1/4  ჩაის ჭიქა შავი პილპილი, კვლიავი, 1 ჩაის კოვზი დაფქვილი წითელი წიწაკა, 4 სუფრის კოვზი ზეთი, 2 სუფრის კოვზი ძმარი, კარაქი.

 

ღვიძლი დავჭრათ მსხვილ ნაჭრებად, მოვაყაროთ მარილი, წიწაკა და პილპილი და შევწვათ ძალიან გაცხელებულ ზეთში. დავამატოთ ნიორი, მრგვლად დაჭრილი ხახვი, დაჭრილი წიწაკა, კარაქი და კიდევ 10 წუთის განმავლობაში ვხრაკოთ. შემდეგ ჩავამატოთ 0,5 ლიტრი წყალი და მივიყვანოთ ადუღებამდე, ნელ ცეცხლზე, 30 წუთის განმავლობაში. როდესაც მზად იქნება, დავამატოთ ძმარი, კვლიავი და ერთხელ კიდევ წამოვადუღოთ. ამ კერძს ცივად მიირთმევენ.
0

ავტორი: