11:02:12     25-04-2014
ოკუპანტებმა სოფელ ხულვალეთიდან საქართველოს სამი მოქალაქე გაიტაცეს
საქართველოს სამი მოქლაქე: რუსუდან ხუროშვილი, ზეინაბ ხარხელი და ლალი ხუროშვილი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთიდან რუსული ჯარის წარმომადგენლებმა გაიტაცეს.
სამივე მათგანი ადგილობრივი მკვიდრია. დაკავებულები ოსური მხარის კონტროლირებადი ტერიტორიის მიმართულებით გადაიყვანეს. დაკავებულების ოჯახის წევრებს ამ დრომდე არავინ დაკავშირებია.
რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქლაქეების გატაცების ფაქტი, "პრესა.ჯი"-ს შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილემ გურამ მაჭარაშვილმა დაუდასტურა.
მაჭარაშვილისთვის, მოქლაქეების ადგილსამყოფელი უცნობია. "დეტალებს ამ წუთებში ვარკვევთ",- გვითხრა მან.
0