პრემიერ მინისტრი ბათუმის მუსიკალურ სასწავლებელში პრემიერ მინისტრი ბათუმის მუსიკალურ სასწავლებელში />


  17:59:06     03-04-2014

პრემიერ მინისტრი ბათუმის მუსიკალურ სასწავლებელში

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბათუმის მუსიკალური სასწავლებლის რეაბილიტირებული შენობა გახსნა.

ირაკლი ღარიბაშვილმა 115-წლიანი ისტორიის მქონე შენობა დაათვალიერა და მუსიკალური სასწავლებლის თანამშრომლებს გულთბილი დახვედრისთვის მადლობა გადაუხადა.

პრემიერის შეფასებით, ასეთი დიდი ისტორიისა და ტრადიციის მუსიკალური სასწავლებლით, რომელმაც ძალიან ცნობილი კომპოზიტორები და შემსრულებლები აღზარდა, ბევრი ქალაქი ვერ დაიკვეხნის.

ირაკლი ღარიბაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ბათუმის მუსიკალური სკოლის აღდგენა როგორც პედაგოგებისთვის, ისე მოსწავლეებისათვის ერთგვარი სტიმული გახდება და გაგრძელდება ტრადიციები, რომლითაც სასწავლებელი განთქმულია.

ბათუმის მუსიკალური სასწავლებლის შენობის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციაზე, რომელიც 2013 წლის სექტემბერში დაიწყო, 899 999 ათასი ლარი დაიხარჯა. ხელშეკრულების ფარგლებში სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდაშენობის სამივე სართულს, დარჩენილი თანხით კი ინვენტარის შეძენა იგეგმება.ბათუმის მუსიკალურ სასწავლებელში, რომელსაც 115-წლიანი ისტორია აქვს, 800 -მდე მოსწავლე სწავლობს. 0

ავტორი: