ნანუკა ჟორჟოლიანი: ირაკლი კოდუას საქართველო არ დაუტოვებია ნანუკა ჟორჟოლიანი: ირაკლი კოდუას საქართველო არ დაუტოვებია />


  11:12:47     04-01-2013

ნანუკა ჟორჟოლიანი: ირაკლი კოდუას საქართველო არ დაუტოვებია

a22817.jpg

2006 წლის 2 მაისს, კორტებთან ჩატარებული სპეცოპერაციისას მოკლული ზურაბ ვაზაგაშვილის მამა იური ვაზაგაშვილი აცხადებს, რომ საქმეზე კრიმინალური პოლიციის ყოფილი ხელმძღვანელი ერეკლე კოდუა და შს მინისტრის მოადგილე ლევან გვაზავა დაიკითხებიან. თუმცა აქვე დასძენს, რომ კოდუამ საქართველო უკვე დატოვა.

‘’პრესა.ჯი’’ ირაკლი კოდუას მეუღლეს, ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანს დაუკავშირდა, მან ირაკლი კოდუას საქართველოდან წასვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია კატეგორიულად უარყო.

- ნანუკა, იური ვაზაგაშვილი აცხადებს, რომ კორტებთან ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით თქვენი მეუღლე დაიკითხება...

- ერეკლე კოდუა მაშინ სოდის უფროსი იყო, ეგ ოპერაცია კი მაშინდელმა  კრიმინალურმა პოლიციამ ჩაატარა... რაღაც შეცდომაა, გეშლება ალბათ...

როდესაც აღნიშნული  სპეცოპერაცია ჩატარდა კრიმინალური პოლიციის უფროსი ლევან გვაზავა იყო, ქალაქის სამმართველოს უფროსი კი - ბაღათურია. სოდს სპეცოპერაციაში მონაწილეობა არ მიუღია.

- გავრცელდა ინფორმაცია, რომ კოდუამ საქართველო დატოვა...

- მერამდენედ ვპასუხობ ამ კითხვას... ქვეყნის  დატოვებას არ ვადასტურებ.  ქალაქიდან კი ორჯერ ვიყავით გასულები. მეც ვახლდი თან.

რატომღაც ჩვენი ქალაქიდან გასვლა ქვეყნის დატოვებად არის აღქმული. მოკლედ, ირაკლი კოდუას საქართველო არ დაუტოვებია!!!'

0

ავტორი: