ივანიშვილი ამერიკის ელჩის, რიჩარდ ნორლანდის საუბრებს იწერს... ივანიშვილი ამერიკის ელჩის, რიჩარდ ნორლანდის საუბრებს იწერს... />


  15:09:24     19-12-2012

ივანიშვილი ამერიკის ელჩის, რიჩარდ ნორლანდის საუბრებს იწერს...

როგორც ჩანს, პრემიერ მინისტრი ივანიშვილი არა მხოლოდ საკუთარი გუნდის წევრებს უსმენს, არამედ თვით ამერიკის ელჩთან, რიჩარდ ნორლანდთან შეხვედრებსა და საუბრებსაც იწერს ფარულად...

„American thinker-ში ჟურნალისტი პამელა გელერი წერს, რომ ევრო-აზიის ებრაელთა კონგრესის ვიცე პრეზიდენტის განცხადებით, ივანიშვილს აქვს ამერიკის ელჩთან, რიჩარდ ნორლანდთან  შეხვედრებისა და საუბრების ჩანაწერები...

„ეს ინფორმაცია გაბრიელ მირილაშვილისგან გავრცელდა. მირილაშვილი, ცნობილი ბიზნესმენი და კორპორაციის მფლობელი საქართველოში, ევრო-აზიის ებრაელთა კონგრესის ვიცეპრეზიდენტი და ქართველი ებრაელების მსოფლიო კონგრესის ხელმძღვანელია.

მირილაშვილი ამბობს, რომ ეს მან თავად ივანიშვილისგან მოისმინა, და რომ არსებობს ოფიციალური დოკუმენტი, სადაც ნორლანდის და ივანიშვილის საუბრის ჩანაწერია ასახული. როდესაც მირილაშვილი ივანიშვილს არწმუნებდა, მხარი არ დაეჭირა პალესტინის სახელმწიფოებრიობის დოკუმენტისთვის, ივანიშვილმა უპასუხა, რომ მას ეს ამერიკის ელჩმა სთხოვა“...

საუბარია გაეროში გამართულ კენჭისყრაზე, როდესაც საქართველომ მხარი დაუჭირა პალესტინას, რასაც ისრაელის გაღიზიანება მოჰყვა.

იხილეთ ორიგინალი - ორიგინალის სანახავად გადადით ამ ლინკზე...

0

ავტორი: