08:51:49     01-09-2012
სოხუმში ისლამის რადიკალიზაციის ეშინიათ
მას შემდეგ, რაც ჩრდილოეთ კავკასიაში ვაჰაბიზმმა ფეხი მჭიდროდ მოიკიდა, მის გადმოტანას ისინი ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზეც ცდილობენ. ჯერჯერობით, ადგილობრივნი ისლამის ფართომასტაბიან რადიკალიზაციაზე ღიად საუბარს აშკარად გაურბიან, მაგრამ მას შემდეგ, რაც ე.წ. პრეზიდენტალექსანდრე ანქვაბზე თავდასხმის მონაწილეებად სწორედ რადიკალური ისლამის მიმდევრები რომ დასახელდნენ და გუდაუთის რაიონში იარაღის ექვსი სამალავი რომ აღმოაჩინეს, ეს უკვე საიდუმლოებსას არავისთვის წარმოადგენს. მიუხედავად ამისა, გაზეთ „ჩეგემსკაია პრავდას“ მთავარი რედაქტორი, ინალ ხაშიგი მაინც ირწმუნება, რომ ორგანიზაცია „ აფხაზური ჯამაათი“ მცირერიცხოვანი იყო და აფხაზეთზე სერიოზულ ზეგავლენას ვერ ახდენდა. თუმცა, ანქვაბზე თავდასხმა და დიდი რაოდენობით გადამალული იარაღის აღმოჩენა აფხაზეთზე სერიოზულ ზეგავლენად ვერ აღიქვამენ სხვა საკითხია, მაგრამ ბოლო ხანებში ჩრდილოეთ კავკასიაში, განსაკუთრებით, ჩეჩნეთში, ინგუშეთსა და დაღესტანში მიმდინარე მოვლენების ფონზე აფხაზურ საზოგადოებაში ვაჰაბიზმზე შეფარვით მაინც სერიოზულად ალაპარკდნენ, ბევრისმეტყველია.
აფხაზები „აფხაზურ ჯამაათს“ აკრძალული საერთაშირისო ტერირისტული ორგანიაზაცია „ კავკასიის იმამატის“ უჯრედად მიიჩნევენ. თუმცა, მაინც თავისას არ იშლიან. მათ კვერს ზოგიერთი რუსი ჟურნალისტიც უკრავს და აცხადებს: „აფხაზეთში რადიკალური ისლამისტების შესახებ წარმოდგენა გადაჭარბებულია, რადგანაც აფხაზებს რელიგიის მიმართ უფრო მშვიდი დამოკიდებულება აქვთ, ვიდრე ჩეჩნეთში, დაღეტანში, ან თუნდაც ყაბარდო–ბალყარეთსა და ყარაჩაი–ჩერქეზეთში“,– მიაჩნია გაზეთ „მოსკოვსკიე ნოვოსტის“ პოლიტიკური განყოფილების რედაქტორს, ივან სუხოვს. მისივე თქმით, ვინც სოხუმის მეჩეთს ხშირად სტუმრებენ ძირითადად ცენტრალური აზიიდან ჩასული სტუმრები არიან. თუმცა, თავად სუხოვიც შელამაზებულად, მაგრამ მაინც აღიარებს, რომ აფხაზეთში რადიკალური ისლამის მიმდევრები მაინც არიან.
„შეიძლება ითქვას, რომ რადიკალური ისლამის მიმდევრები არიან, მაგრამ ისინი ერთეულებია და მათი რაოდენობის გაზრდის საშიშროებვა არ არსებობს“, – თუმცა რას ემყარება მისი ეს ოპტიმისტური დასკვნა, ამზე სუხოვი არაფერს ამბობს.
რუსლან ხაშიგი უფრო შორს მიდის და თავისი მოკლე ჭკუით რადიკალური ისლამის მიმდევარ აფხაზთა რაოდენობასაც ასახელებს. „აფხაზური ჯამაათი მცირერიცხოვანი ორგანიზაცია გახლდათ, მის შემდაგენლობაში მხოლოდ 20 კაცი იყო გაერთიანებული. „სწორედ ამდენი რადიკალური ისლამის მომდევარი იყო რუსეთის სპეცსამსახურებისთვის გადაცემულ იმ სიაში, რომელსაც მე გავეცანი“, – აღნიშნა ხაშიგმა და იქვე დასძნა სოხუმისა და გუდაუთის მეჩეთებში ძირითადად ტაჯიკები და უზბეკები დადიანო. თუმცა ერთი რამ ფრიად საყურადღებო დეტალი მაინც წამოსცდა: „ჯამაათი იარაღს აგროვებდა და ცდილობდა ამით თავის ზეგავლენა დაემკვიდრებინა აფხაზეთის მუსულმანურ თემში“.
თუმცა, ხაშიგმა ამასთანავე აფხაზეთის მუსულმანური თემი რისკის ჯგუფის ზონად შეაფასა.
ისე, არც ხაშიგი და არც სხვა სეპარატისტულად განწყობილი ჟურნალისტი, თუ პოლიტიკური მოღვაწე არ მალავს, რომ ორგანიზაცია „აფხაზური ჯამაათის“ საქმიაონობა სრულიად შემთხვევით იქნა გახსნილი. იგივე ივანე სუხოვი არ უარყოფს, რომ „ისლამური ფაქტორი“ აფხაზეთში შეიძლება გაძლიერდეს და მაშინ აფხაზეთში ის იარაღის სამალავები, რომლებიც ჯერ ვერ აღმოუჩნიათ და რადიკალური ისლამის ის მიმდევრები, რომელთა შესახებაც არაფერი იციან, მომამალში ძალზე სახიფათო აღმოჩნდეს. პერსპექტივაში ეს რომ რეალურია, ამას არავინ უარყოფს. მითუმეტეს, რეალობა ასეთია, რომ ამ ბოლო პერიოდში, როცა ჩრდილოეთ კავკასიაში რადიკალური ისლამის მიმდევრები ძალიან გააქტიურდნენ, მისი გამოძხილი არც აფხაზეთშია გამორიცხული.
0