ბიძინას „ლეღვის ფოთლები“ ბიძინას „ლეღვის ფოთლები“ />


  20:32:31     01-05-2012

ბიძინას „ლეღვის ფოთლები“

a17639.jpg

ქართული პოლიტიკის უცნაურობა, ბიძინა ივანიშვილი, პროვინციული აზროვნებით, გამონათქვამებითა და დიქტატურისკენ სწრაფვით საზოგადოების გაოცებას განაგრძობს. 

მართალია, ეს სუბიექტი ქართული დემოკრატიით ევროპის გაოცებას გვპირდებოდა, მაგრამ უკვე გამოჩნდა, რომ ივანიშვილი ისეთივე ცრუპენტელა და ავანტიურისტია, როგორებიც სიგუა, შევარდნაძე, კიტოვანი და სხვა რუსეთუმეები იყვნენ.

რუსეთის ქართველი მცველის „ფეისბუქზე“, ისეთივე სწრაფი ტემპით იშლება ივანიშვილისთვის მიუღებელი კომენტარები რომ ალბათ ოკუპანტ პუტინსაც კი შეშურდებოდა.

მაშ შემდეგ, რაც კრემლის მარიონეტის „ფეისბუქზე“ დაიწერა კომენტარი, რომ ოლიგარქი გარდაცვლილი ქართველი ჯარისკაცის დედის, დარეჯან პატაშურის გამოყენებას ცდილობს, „თითიდან გამოწუწნულის“ ცენზორებმა, მათთვის მიუღებელი პოზიცია სასწრაფოდ გააქრეს, ხოლო კომენტარის ავტორი - დაბლოკეს.

მიუხედავად იმისა, რომ ოლიგარქის „მონიტორები“ მათთვის მიუღებელ კომენტარებს შლიან (ამაში უხდის ბიძინა ფულს), „პრესა.ჯი“-მ მაინც შეძლო დაეფიქსირებინა ის რამდენიმე გამონათქვამი, რომელიც დადებიდან რამდენიმე წუთში, ივანიშვილის „ფეისბუქ-გვერდიდან“ გაქრა.

„ბიძინას ცენზორებო, აბა ჰე, წაშალეთ და მერე პუტინის შნირს აეფარეთ ლეღვის ფოთლებად, მეტი მაინც არაფერი შეგიძლიათ, ეგაა თქვენი სიტყვის თავისუფლება კომუნისტებო?“ - კითხულობდა ერთ-ერთი „ფეისბუქ-მომხმარებელი“, რომელიც ოლიგარქის „ფეისბუქ-გვერდზე“ სასწრაფოდ დაბლოკეს.

P.S: თქვენ ახლა სწორედ იმ ერთ-ერთი კომენტარის ფოტო-ვერსიას ხედავთ, რომელიც ოლიგარქის გვერდიდან წაიშალა. 

სტატია გარდაცვლილი ჯარისკაცის დედისა და ბიძინა ივანიშვილის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ აქ: http://presa.ge/new/?m=politics&AID=15459

0

ავტორი: