11:17:19     26-04-2012
დამზადებულია რუსეთში

ბიძინა ივანიშვილი პატარა, რუსი კაცია. პატარა იმიტომ, რომ რუსებსაც ჰყავდათ დიდი ადამიანები, მაგრამ აი, ბიძინა.. პატარა, რუსი კაცია. სულით, მენტალობით, აზროვნებით, ფსიქიკით.
ახლა რომ ატეხა განგაში, ვიდეო მომპარეს საოჯახო ალბომიდანო და აქაოდა, იმ ბუშტებით სირბილში გასაოცარი არაფერი იყოო, 49 წუთიანი სრული ვერსიაც რომ გაავრცელა...
სწორედ იმ 49 წუთიან ვიდეორგოლში ის 2–3 წუთია ისეთი, რომელიც ბიძინას რუსულ ხასიათს წარმოაჩენს. მილიარდერი კაცი, ბავშვების გასართობად ჯამბაზებს ქირაობს და და ერთობა ისე, როგორც ტიპიური რუსი ოლიგარქი. მისთვის ყველაფერი დასაშვებია, სადაც თავადაა, ყველაფერი „მოსულა“ და ნორმა და ეთიკა ის არის, რაც მას სურს.
თუნდაც არასრულწლოვანების თვალწინ ინტიმური თამაშები, ამავე ბავშვების დედასთან... ბიძინას ფანებო, დაიდეთ გულზე ხელი, ზრდასრულებო, მოგხიბლავთ დედათქვენებს მამათქვენები გრძელ ბუშტებს რომ უჩხიკინებდეს თქვენს დაბადების დღეზე, ფეხებს შუა?
თუნდაც იმ თამაშამდე და თამაშის მერეც, ასკინკილით ირბინოს, მიამიტურია და ნორმალურია? უფრო დიდმა ფანებმა, თუ ბუშტების გნიასში უნორმობა ვერ დაინახეს, გაიმეორონ იგივე თავიანთ არასრულწლოვან შვილებთან... უცებ გაჩნდება „ქართველ კაცობა“, და „ქართლის დედობა“, რომელიც არ იძლევა უფლებას შვილის დასანახად დედა არყით გამოთვრეს, და მამა ცემოს... მერე შვილი ქუჩაში გააგდოს და მერე „სასეირნოდ“ წავიდეს... ეს ხომ ტიპიური რუსული ფილმია..
ყველა სოციალური ქსელი ახლანდელი რუსის ცხოვრების მსგავსი ეპიზოდების ამსახველი ვიდეო–რგოლებით არაა სავსე? აი, რითი განსხვავდება ქართული აზროვნება რუსული კლიშეებისაგან.. ჩაიხედეთ გულებში, იმ ფილმის არ იყოს და აღიარეთ, რომ ბიძინა რუსული ყაიდის ოჯახის კაცია. მას ახლა დასჭირდა ქართველობა, მაგრამ ზნეს ვერ შეიცვლის. მეტამორფოზა რამდენიმე თვეში შეუძლებელია.
ბიძინა ტიპიური რუსი ოლიგარქია, რუსული მენტალიტეტით, „ველიკოდერჟავული“ ხასიათით. ქართველი სამხედროებისადმი დამოკიდებულებას დაუკვირდით.
მიაჩნია რომ ქართველი ბიჭები არ იყვნენ მართლები, როცა აგვისტოში რუსებს ეომებოდნენ. არ თქვათ რომ ასე არ იყო.. როცა ამბობს, რომ ომი რუსებმა კი არა ქართველებმა დაიწყეს, რას გულისხმობს?
მისი ლოგიკით ქართველი სამხედროები, რომლებიც თურმე უსამართლოდ იქცეოდნენ და იქით დაესხნენ თავს რუსეთს, არ არიან მის თვალში დამნაშავეები? დღეს ბიძინა ამ ბიჭების ოჯახებს ფარად იყენებს და გარდაცვლილების დედებით ვაჭრობს.
პატაშურის საქმე გაიხსენეთ.. ომში დაღუპულის დედას როცა უჭირდა არაფერში დაეხმარა. არც მიიღო. (ცალკე სალაპარაკოა ის, რომ აზრადაც არ მოსვლია დახმარებოდა აგვისტოს ომში დაღუპულთა შვილებს.)
როცა სათავისოდ დასჭირდა, თავისთან მიიხმო და შეეცადა საზოგადოება დაერწმუნებინა, აი, თქვენი ომში დაღუპულის დედა, ხელისუფლების საჩუქარზე უარს ამბობსო.
რეალურად, დარეჯან პატაშურს ბანკებთან შეექმნა პრობლემა. ხელისუფლების მიერ ნაჩუქარი ბინა, იპოთეკით დატვირთა, შემდეგ თანხის გადახდა ვერ შეძლო და შეიქმნა ბანკის მიერ ბინის გაყიდვის რეალობა.
ქ(გ)ველმოქმედ ბიძინას, რომელიც „არ ვაჭრობს“ ადამიანებით, რომელიც „არ მანიპულირებს“ სხვების ბედით თუ უბედობით, შეეძლო, საზოგადოების უჩუმრად მოეგვარებინა პატაშურის პრობლემა... მაგრამ, ეს რუსულ ხასიათში არ ზის... გამოიყენო ჯარისკაცი თუნდაც გარდაცვლილი საშენოდ, ეს პუტინის სტილია. იმ პუტინის, რომლისაც მის ნათლულსაც აღარ სწამს. ვეჭვობთ, მალე, მთელს დუნიაზე, მხოლოდ ბიძინა იქნება უკანასკნელი პუტინისტი, იდეითაც, მოქმედებითაც...
ვიდეო, ივანიშვილისა და მისი ცოლის ბუშტებით ღლაბუცის შესახებ იხილეთ აქ: http://itv.ge/?m=16&CID=22159
0