„ოცნებისა“ და „ფორუმის“ აქტივისტი სასაფლაოს ძარცვავდა - დაკავებულმა დანაშაული აღიარა „ოცნებისა“ და „ფორუმის“ აქტივისტი სასაფლაოს ძარცვავდა - დაკავებულმა დანაშაული აღიარა />


  13:46:51     25-04-2012

„ოცნებისა“ და „ფორუმის“ აქტივისტი სასაფლაოს ძარცვავდა - დაკავებულმა დანაშაული აღიარა

a17451.jpg

სამართალდამცავებმა საფლავების ღობის ქურდობისთვის 25 წლის ვასილ ხუბულოვი დააკავეს. ბრალდებულმა აღიარა დანაშაული და განაცხადა, რომ ის ერთ თანამძრახველთან ერთად  იმყოფებოდა მცხეთის სასაფლაოზე, სადაც თუჯის ღობე მოიპარა ჯართში ჩაბარების მიზნით. ამ დროისთვის ხუბულოვი და მისი თანამზრახველი სასამართლოს განაჩენს გლდანის საპყრობილეში ელოდებიან.

25 წლის ვასილ ხუბულოვი „ქართული ოცნების“ მცხეთის რაიონული ორგანიზაციის აქტიური მხარდამჭერის, ავთანდილ ხუბულოვის ვაჟია. „პრესა.ჯი“ „ქართული ოცნების“ თბილისის ოფისს რამდენჯერმე დაუკავშირდა იმის გადასამოწმებლად, ირიცხება თუ არა ავთანდილ ხუბულოვი მათ აქტივისტთა სიაში.

მიუხედავად ჩვენი არაერთგზის მცდელობისა, გაგვერკვია ავთანდილ ხუბულოვი არის თუ არა „ქართული ოცნების“ მცხეთის ორგანიზაციის წევრი და აქტივისტი, ოლიგარქის გარემოცვამ ეს ინფორმაცია დამალა. ივანიშვილის პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, რომ მას ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს. ინფორმაციას არ ფლობდა და გადამოწმებისთვის რამდენიმე საათი ითხოვა „ქართული ოცნების“ პრესსამსახურის უფროსმა  ნონა ყანდიაშვილმაც.

ამის შემდეგ „პრესა.ჯი“ „ქართული ოცნების“ მცხეთის ორგანიზაციას ესტუმრა. ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ვაჟა თათარაშვილმა დაგვიდასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ავთანდილ ხუბულოვი მართლაც ირიცხება მათ აქტივისტთა სიაში.

„ჩვენი მხარდამჭერია. ჩვენ ჯერ წევრები არ გვყავს, თუმცა ბატონი ავთო ჩვენი აქტიური აქტივისტია. მისი შვილი ნამდვილად დააკავეს. ამ ინფორმაციასაც გიდასტურებთ. მე 17 წლის შვილი დავასაფლავე და იმის საფლავის ღობე რომ ვინმემ მოიპაროს არ ვაპატიებ. ეს უპატიებელი საქციელია და ძალიან სწორადაც მოიქცნენ სამართალდამცავები რომ დააკვეს“- განუცხადა „პრესა.ჯი“-ს „ქართული ოცნების“ მცხეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ვაჟა თათარაშვილმა.

ჩვენ ბრალდებულის მამასაც დავუკავშირდით. ავთანდილ ხუბულოვმა განგვიმარტა, რომ ამ დროისთვის მისი შვილი გლდანის საპყრობილეშია. „ჩემ შვილთან ერთად დააკავეს კიდევ ერთი ადამიანი. დაკავება 19 აპრილს მოხდა. სხვას ვერაფერს მოგახსენებთ, რა არის სათქმელი? ჩაიდინა დანაშაული და დააკავეს“, - ამბობს ხუბულოვი.

მას შემდეგ, რაც ვაჟა თათარაშვილთან გასაუბრება დავასრულეთ და მცხეთის ორგანიზაციის ეზოში ფოტოების გადასაღებად ჩავედით, იქ მსხდომი აქტივისტები ერთმანეთში საკმაოდ ხმამაღლა საუბრობდნენ.

აქტივისტების საუბრიდან, რომელიც უფრო ერთმანეთში კამათს ჰგავდა, გავარკვიეთ, რომ ბრალდებული ვასილ ხუბულოვი „ეროვნული ფორუმის“ აქტივისტი ყოფილა. „მაგას პოლიციელებისთვის უთქვამს ეროვნული ფორუმის აქტივისტი ვარო. ვერ ხვდება რომ სახელს გვიფუჭებს, კიდე ეს გვინდა? ფორუმიც ჩვენი არ არის?“, - ეკამათებოდა ერთერთი „მეოცნებე“ მეორეს.

ხუბულოვის სასამართლო პროცესი რამდენიმე დღეში გაიმართება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში საფლავის ქურდებს სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

0

ავტორი: