როგორ გამოიყენა ივანიშვილმა დაღუპული ჯარისკაცის ოჯახი როგორ გამოიყენა ივანიშვილმა დაღუპული ჯარისკაცის ოჯახი />


  19:10:11     24-04-2012

როგორ გამოიყენა ივანიშვილმა დაღუპული ჯარისკაცის ოჯახი

a17410.jpg

პუტინის ქართველი დესანტი, ბიძინა ივანიშვილი უკვე არც უზნეო მეთოდების გამოყენებაზე ამბობს უარს. ოლიგარქი, რომელიც, მისივე აღიარებით, არასდროს დახმარებია 2008 წლის აგვისტოში დაღუპული ქართველი გმირების მშობლებს, პირველივე შესაძლებლობას იყენებს, რათა ისეთი სურათი დახატოს, თითქოს ხელისუფლება ყურადღებას არ აქცევს რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ოჯახებს. მეტიც, მათ პოლიტიკური ნიშნით დევნის, უთვალთვალებს და ზეწოლას ახდენს დაღუპული მებრძოლების ოჯახის წევრებზე.

სწორედ ასეთი სურათის დახატვის მიზნით წარადგინა საზოგადოების წინაშე ბიძინა ივანიშვილმა გუშინდელ ბრიფინგზე ქალბატონი დარეჯან პატაშური, რომელიც 2008 წლის ომში დაღუპული ჯარისკაცის, გიორგი ტატუაშვილის დედა გახლავთ.

როგორც გაირკვა, ბიძინა ივანიშვილმა, ისაუბრა რა ხელისუფლების მხრიდან გამოჩენილ უგულისყურობასა და გულგრილობაზე, საზოგადოებას ბევრი რამ დაუმალა ისეთი, რაც საქმის არსს თვისობრივად ცვლის.

„პრესა.ჯი“-ს მიერ მოპოვებული ინფორმაცია, რომელიც, დიდი ალბათობით, კარგად იცოდა ქართველმა მილიარდერმაც, ცხადყოფს, რომ ქალბატონი დარეჯან პატაშური, რომელიც ივანიშვილის ხელში ბრმა იარაღი გახდა, ერთ-ერთი ბანკის მოვალეა და სახელმწიფოს მიერ მისთვის უსასყიდლოდ გადაცემული ბინის გაყიდვის საკითხი, სწორედ ამ ვალის გამო, ბანკმა დააყენა და არა ხელისუფლების მიერ კონტროლირებადმა რომელიმე ფინანსურმა ორგანიზაციამ.

მივყვეთ თანმიმდევრობით იმ ფაქტებს, რომლებიც დოკუმენტალურადაა დამტკიცებული: 2009 წლის 18 დეკემბერს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ თავის ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი ბინა (მდებარე ქ. თბილისი აბაშვილის ქუჩა ნომერი 3, ბინა 107) უსასყიდლოდ, საკუთრების უფლებით გადასცა ქალბატონ დარეჯან პატაშურს.

2010 წელს დარეჯან პატაშურმა სესხი აიღო „საქართველოს ბანკი“-სგან და  იპოთეკით დატვირთა სახელმწიფოსგან უსასყიდლოდ გადაცემული ბინა. იმავე წელს, მას შემდეგ, რაც „საქართველოს ბანკში“ აღებული კრედიტის გასტუმრების პრობლემა შეექმნა, დარეჯან პატაშურმა დამატებით აიღო სესხი „თიბისი ბანკისგან“, დაფარა „საქართველოს ბანკი“-ში არსებული კრედიტი  და ამჯერად „თიბისი ბანკი“-ს სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთა აღნიშნული ბინა.

ქალბატონ დარეჯან პატაშურს პრობლემები შეექმნა „თიბისი ბანკის“ კრედიტის დაფარვასთან დაკავშირებითაც. მას შემდეგ, რაც ის რამდენჯერმე გააფრთხილა კრედიტორმა ბანკმა, დღის წესრიგში დადგა იპოთეკით დატვირთული ბინის გაყიდვის საკითხი.

რაც მთავარია, ამ არსებით დეტალებში განსაკუთრებით საინტერესოა არა ის, რომ დაღუპული ჯარისკაცის დედა სოციალური პრობლემების გადაჭრას ბანკიდან აღებული კრედიტით ცდილობდა და მერე კრედიტის დაფარვა უჭირდა, არამედ ის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ და პირადად მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა, რომელსაც მანამდეც და მერეც თავისუფლად შეეძლო გაეგო და გამოხმაურებოდა დარეჯან პატაშურის პრობლემებს, ჯარისკაცის დედის ფინანსური პრობლემები სათავისოდ გამოიყენა სწორედ მაშინ, როცა ეს მისმა პარტიულმა საქმიანობამ და პოლიტიკურმა აქტიურობამ მოითხოვა.

სინამდვილეში, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, დარეჯან პატაშური ჯერ კიდევ მანამდე ცდილობდა ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებას, სანამ ის პოლიტიკაში მოსვლის სურვილს გაამჟღავნებდა, მაგრამ ივანიშვილმა მისი არათუ დახმარება, მოსმენაც არ ისურვა და მხოლოდ მაშინ დაიბარა, როცა ჩათვალა, რომ ქალბატონი დარეჯანის გასაჭირს სათავისოდ გამოიყენებდა.

სხვათაშორის, დარეჯან პატაშური ერთადერთი არაა 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ახლობლებიდან, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის გაპოლიტიკოსებამდე მასთან დაკავშირებას და დახმარების მიღებას ცდილობდნენ...

რაც შეეხება ქალბატონი დარეჯანის შვილს, თამთა ტატუაშვილს. სახელმწიფოს მიერ შემუშავებული პრიორიტეტის თანახმად, შესაბამისი სპეციალობის მქონე თამთა ტატუაშვილი ჯერ კიდევ 2009 წლის აპრილში დაასაქმეს და თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტში, სტანდარტიზაციისა და კოდიფიკაციის სამმართველოს ოფიცრად აიყვანეს.

თამთა ტატუაშვილი, ბოლო დროს სამსახურში რეგულარულად გამოუცხადებლობის გამო, პირადი განცხადების საფუძველზე, 2012 წლის 19 მარტს დაითხოვეს. ეს ყველაფერი არ არის, რადგან თამთა ტატუაშვილს სამსახურშიც არ ჰქონდა მაინცდამაინც უმწიკვლო რეპუტაცია: როგორც „პრესა.ჯი“-მ შეიტყო, 2011 წლის ივნისში თამთა ტატუაშვილმა განიზრახა მოტყუებით დაუფლებოდა თანამშრომლის კუთვნილ თანხას, რისთვისაც გამოართვა მას საკრედიტო პლასტიკური ბარათი, მოხსნა ბარათიდან 1800 ლარი, რომელიც დღემდე არ დაუბრუნებია. 2012 წლის მარტში კი თამთა ტატუაშვილი მოტყუებით დაეუფლა მეზობლის, კუთვნილ ოქროს ბეჭედსაც, რომელიც დღემდე არ დაუბრუნებია.

როცა ამ შემთხვევებს სამსახურში გამოუცხადებლობაც დაერთო (შესაძლოა, ამის მიზეზი ისიც ყოფილიყო, რომ თანამშრომლის კუთვნილი თანხა მიითვისა), ის სამსახურიდან წამოვიდა...

მკითხველმა თავად განსაჯოს, რამდენად ეთიკურია და მორალის რომელ ჩარჩოებში ჯდება ბიძინა ივანიშვილის მიერ გაუბედურებული ქალბატონის სათავისოდ, პოლიტიკური მიზნით გამოყენება, მაშინ, როცა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, 2008 წლის აგვისტოში, რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებს, უამრავი მიმართვის არსებობის მიუხედავად, მილიარდერი არასდროს დახმარებია...

0

ავტორი: