„თამაზ დიასამიძე საშიში კაცია და მოერიდეთ!“ „თამაზ დიასამიძე საშიში კაცია და მოერიდეთ!“ />


  12:26:51     23-04-2012

„თამაზ დიასამიძე საშიში კაცია და მოერიდეთ!“

a17344.jpg

„ნაციონალური მოძრაობის“ სიიდან გარიცხულ, დეპუტატ თამაზ დიასამიძეს ჟურნალისტების კითხვები აღიზიანებს. მართალია, დიასამიძე მჭევრმეტყველებით არასოდეს გამოირჩევა, მაგრამ როცა, საუბრობს, მისი მოსაზრებების გაგება იმდენად რთულია, რომ ჟურნალისტს პასუხის დაზუსტება უწევს. ამის გამო, დეპუტატი წყობიდან გამოდის.

აღსანიშნავია, რომ დიასამიძეს მედიის წარმომადგენლებთან, პარლამენტში ხშირად მოსდის კონფლიქტი. ამის დამადასტურებელი არაერთი ფაქტი არსებობს. მას შემდეგ, რაც დეპუტატს ჟურნალისტთან ჩხუბით არაფერი გამოსდის, ცდილობს, მედიის წარმომადგენლებს „საქმის მოგვარებისთვის“ თანაფრაქციელი მიუგზავნოს, რომელიც იმის ახსნას ცდილობს - თუ როგორი „საშიში კაცია დიასამიძე და რატომ უნდა ერიდოს მას ჟურნალისტი“.

ეს ის დიასამიძეა, რომელიც 1993-1995 წლებში, დამოუკიდებელ საზოგადოებრივ-პოლიტიკური გაზეთების - „საქართველოს კარიბჭის“ და „თავისუფალი სიტყვის“ რედაქტორი იყო, ერთ-ერთ გაზეთში, ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსი დაიბეჭდა და როცა, გაზეთში დაბეჭდილი მასალებისთვის ჰონორარების გამოწერის დრო დადგა, მან იკითხა - „ნიკოლოზ ბარათაშვილს ჰონორარი როგორ გამოვუწერო, სად ცხოვრობს ბარათაშვილი ვინმემ თუ იცითო?“.

უნდა ითქვას, რომ დიასამიძე განსაკუთრებით აგრესიული მას შემდეგ გახდა, რაც 2010 წლის ბოლოს, უმრავლესობის რიგებიდან გარიცხეს, რის შემდეგაც, ოპოზიციურ ფრაქციაში - „ერთობა სამართლიანობისთვის“ გადაბარგდა.

ვინაიდან, ეს ფრაქცია „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებას ცდილობს, ამ მხრივ გამონაკლისს, არც დიასამიძე წარმოადგენს. რამდენიმე დღის წინ, დიასამიძე  ერთ-ერთი საინფორმაციო სააგენტოს ჟურნალისტს მხოლოდ იმის გამო გაუბრაზდა, რომ მასზე დაწერა - პოლიტიკიდან წასვლას აპირებსო.

არადა,  თავად განაცხადა, რომ  დეპუტატობას, არჩევნებში კენჭისყრასა და არცერთ პარტიაში გაწევრიანებას აღარ გეგმავს. შესაბამისად, პოლიტიკიდან წასვლა სხვას  რას გულისხმობს?

უნდა აღინიშნოს, რომ ჟურნალისტების გარდა, ხშირად, დიასამიძის საუბარს ვერც პოლიტიკოსები იგებენ, რის გამოც, მას პლენარულ სხდომებზე აკრიტიკებენ და მოუწოდებენ სათქმელი გასაგებად ჩამოაყალობოს. 

0

ავტორი: