15:20:02     21-04-2012
ნაცვლიშვილმა, ბიძინას ფულებით კარლოვი ვარში, შვილიშვილის ნათლობა გადაიხადა

შევარდნაძის მთავრობის უშიშროების მინისტრის მოადგილე, ლაშა ნაცვლიშვილი ერთერთი იმათთაგანია, ვინც ბიძინა წარმატებულად "მოწველა". ნაცვლიშვილმა ბიძინასგან მეტისმეტად იხეირა. ფრთები საერთაშორისო ასპარეზზე გაშალა და მეუღლეც გაამწესა ჟენევაში - "ქართული ოცნების" ოფისის ხელმძღვანელად.
ნაცვლიშვილმა თავი მოიკლა, ვიდრე ბიძინას ჟენევაში თავისი ცოლი არ დაანიშნინა. შვილები, დიდი ხანია იქ ცხოვრობენ, ჩემი ცოლიც კარგად იცნობს ჟენევასა და იქაურ ქართველობას და მასზე უკეთესად ვინ მიხედავს ჟენევის "ქართულ ოცნებასო".
მოკლედ, ნაცვლიშვილებმა ჟენევა დაიპყრეს. ჯერ ხომ ბიძინა დაიპყრეს, მერე ბიძინას ფულები, ბოლოს ჟენევაც.
ამას წინათ "პრესა.ჯი" წერდა კიდეც ნაცვლიშვილის ჟენევური ვოიაჟის შესახებ. შევარდნაძის ჩინოვნიკმა, მაშინ ჟენევაში წასვლის მიზეზად, ცოლის პოლიტიკური საქმიანობა კი არა, შვილიშვილის შეძენა დაასახელა. „ჩემი შვილები 2004 წლიდან ჟენევაში ცხოვრობენ და სად იყო მაშინ "ქართული ოცნებაო" - დაახლოებით ასე გვიპასუხა ნაცვლიშვილმა.
ნაცვლიშვილი არ ტყუოდა. ჟენევაში მისი გამგზავრების ერთი მიზეზი მართლაც იყო შვილიშვილი. ბიძინა კი იმაში დაარწმუნა, "ოცნების საქმეებზე" მივდივარ მეუღლესთან და ბარემ იქვე შვილიშვილსაც ვნახავო. კიდეც წავიდა და ბიძინას ფულებით კარლოვი ვარში კარგადაც მოულხინა სამეგორბოიან-სანათესაოიანად. თურმე ნუ იტყვით, ნაცვლიშვილმა შვილიშვილის დაბადება ივანიშვილის ხარჯზე კარლოვი ვარში აღნიშნა.
კარლოვი ვარი რუსეთუმეებს კარგად არ უნდა ჰქონდეთ დაცდილი. კარლოვი ვარში ისვენებდა უცნობიც, დამქანცველი "საკნობანას" თამაშის მერე, მაგრამ, ისე დაისვენა, ქართულმა პოლიტიკამ საერთოდ მიწა მიაყარა.
ვატყობთ იგივე ელის ნაცვლიშვილს, რომელსაც ისე ადარდებს ბიძინაც და მისი ბედიც, როგორც შევარდნაძე ადარდებდა. მისი პრეზიდენტობის დროს კარგად ბლომად მაყუთი იშოვა და მერე, როცა მოხუცი ედუარდი ნიჩბით მოისროლეს არც მოუკითხვას. ახლა ბიძინას იყენებს, და როცა ბიძინაც ნაცრის ქექვას დაიწყენს, ლაშა ნაცვლიშვილი ახალი პატრონის საძიებლად გაუდგება გზას, ისე რომ თითქოს კარლოვი ვარი არც კი ყოფილა...
სხვათა შორის, კარლოვი ვარის დეტალების დასაზუსტებლად, "პრესა.ჯი" ლაშა ნაცვლიშვილს დაუკავშირდა. თავიდან კატეგორიულად იუარა, თითქოს მისი გეოგრაფიული მდებარეობაც არ იცოდა, მაგრამ მოგვიანებით ჟურნალისტს დაემუქრა, "ახლა რომ კომენტარი მოგცეთ, უწმაწური სიტყვებით იქნება გაჯერებული".
ვერაფერს იტყვით, რაღა პატრონი და რაღა მისი ვეზირები. მართალია კომენტარი ვერ მივიღეთ, მაგრამ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ კარლოვი ვარში ბუშტებით მორბენალი ლაშა ნაცვლიშვილი... ახლა თურმე „ქართულ ოცნებაში“ ყველა ბუშტებით ერთობა...
0