ჯულიან ასანჟი - პუტინის ახალი ჟურნალისტი ჯულიან ასანჟი - პუტინის ახალი ჟურნალისტი />


  08:58:18     20-04-2012

ჯულიან ასანჟი - პუტინის ახალი ჟურნალისტი

a17247.png

ჯულიან ასანჟი კრემლის რუპორად იქცა. კრემლის მიერ ფინანსირებულ სატელევიზიო არხზე Russia Today-ზე, რომელიც მოსკოვის საგარეო პოლიტიკური პოზიციების რუპორად ითვლება და სპეციალური პროპაგანდის მანქანას წარმოადგენს, „მედიის თავისუფლების გმირის“ გამოჩენამ მხოლოდ და მხოლოდ გაამყარა ეჭვები, რომ სკანდალური ასანჟი და მისი დაფუძნებული Wikileaks, შესაძლოა, კრემლის პროექტია.

ასანჟის გადაცემა  „მსოფლიო ხვალ“, ეთერში უკვე გავიდა. მისი პირველი სტუმარი იყო მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, მათ შორის, აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, ნიდერლანდებში, კანადაში და ა. შ. ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული ლიბანის ისლამისტური პარტიის „ჰეზბოლას“ ლიდერი ჰასან ნასრალა. თუმცა როგორც ბრიტანელი ჟურნალისტი ლუკ ჰარდინი წერს, გადაცემა არც ისეთი სკანდალური გამოვიდა, როგორც ამას წინასწარ რეკლამაში ჰპირდებოდნენ მაყურებელს. ამასთან, ასანჟის პირველმა სტუმარმა ისევ მითქმა-მოთქმა გამოიწვია: საინტერესოა, ნასრალას შემდეგ, ჩაწერს თუ არა ასანჟი ინტერვიუს, მაგალითად,  დოკუ უმაროვთან - ისლამისტ ლიდერთან, რომელიც, სისხლიანი ტერორისტი, ამჯერად, უკვე, რუსეთისთვის არის?

ასანჟსა და Russia Today-ს საკმაოდ მნიშვნელოვანი რამ აერთიანებთ: ისინი ამერიკის წინააღმდეგ გამოდიან. ტელეარხი სახელმწიფოს ეკუთვნის და კრემლის კონტროლქვეშაა. ის ძალიან ცოტა დროს უთმობს იმას, თუ რა ხდება თავად რუსეთში - კორუფციას, პუტინის საიდუმლო სიმდიდრეს, რუსული სპეცსამსახურების სისასტიკეს… 

Russia Today მაყურებელს სიმპათიურად განახლებული საბჭოთა პროპაგანდის ვერსიას სთავაზობს - წერს ლუკ ჰარდინი. დასავლეთი და ამერიკა არხის იდეოლოგიით ყველაზე ცუდი რამაა ამქვეყნად. მაგალითად, ტელევიზიის საყვარელი თემაა „დასავლეთის ფარისევლობა“. ანუ, ის მთლიანად პუტინის აზროვნებით აზროვნებს.

ამ ფაქტორების გათვალისწინებით უცხოური მედია უკვე პროგნოზირებს, ვინ შეიძლება იყვნენ ასანჟისა და კრემლის ერთობლივი გადაცემის შემდგომი სტუმრები. რუსეთს ბევრი საეჭვო და ანტიამერიკელი პარტნიორი ჰყავს. ამიტომ „მსოფლიო ხვალ“, შესაძლოა, დაგვანახონ ვენესუელელი უგო ჩავესის ან ბელორუსი ალექსანდრე ლუკაშენკოს თვალით.

პირველი სტუმრის პირველი მესიჯი სრულიად გასაგები და ყველაფრისმთქმელი იყო: „ჰეზბოლას“ ლიდერმა ნასრალამ განაცხადა, რომ მხარს უჭერს სირიელ ლიდერს ბაშარ ასადს, რომელიც თავის მხრივ, მოსკოვსაც ძალიან ესიმპათიურება.

შეგახსენებთ, ჟულიან ასანჟი სკანდალური საიტის Wikileaks-ის დამფუძნებელია, რომელიც სხვადასხვა ქვეყნების მთავრობებისთვის არაერთხელ იქცა თავსატეხად. თუმცა ის ახლა ინგლისში შინაპატიმრობაშია იმის გამო, ქალებზე სექსუალური ძალადობა ედება ბრალად. ასანჟს მართლაც დროულად მოევლინა მშველელად რუსეთის ტელეარხი. მოსკოვი იმდენადაა დაინტერესებული თავისი „ახალი ჟურნალისტის შესაძლებლობების“ რეალიზებით, რომ გადაცემებისთვის, რომელიც პირდაპირ ასანჟის სახლიდან გადის, დანახარჯებს არ ზოგავს. სამაგიეროდ, რუსეთის ფედერალური ბიუჯეტიდან დაფინანსებული არხის თანამშრომლები რუსეთისა და სხვა ქვეყნების მილიონობით მაყურებლისთვის პუტინის მსოფლმხედველობას აგიტირებენ.

0

ავტორი: