17:43:21     18-04-2012
ივანიშვილმა კიდევ ერთხელ გაგვაოცა (ვიდეო)

ივანიშვილმა კიდევ ერთხელ გაგვაოცა... და გვაუწყა, რომ თურმე რუსეთი საზღვარგარეთი არაა. ჭიათურელ პენსიონერებთა შეხვედრისას, ოლიგარქმა თავისი გულისნადები კიდევ ერთხელ დაფქვა: რუსეთსა თუ საზღვარგარეთ...
თავის დროზე, მსგავსი ფრთიანი ფრაზა, რომელმაც შეძრა საქართველო, ედუარდ შევარდნაძემ თქვა: მზე ჩრდილოეთიდან ამოდის..
ახლა ბიძინა ამბობს რომ რუსეთი საზღვარგარეთი არ გახლავთ. შეუძლებელია ამ სიტყვების ვერ გაგება. თუ მისი გარემოცვა დაიწყებს მტკიცებას რომ ეს მხოლოდ წამოცდენაა... მერამდენედ?
არც ისე დიდი ხნის წინ, ოლიგარქმა ასეთი ფრაზაც თქვა: აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთი და საქართველო...“ ბიძინას ლოგიკით, გამოდის რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველო არ არის, რუსეთი კი ჩვენია, თუ პირიქით - ჩვენ ვართ რუსეთის...
ივანიშვილი ან ამ საუკუნეში გაცოცხლებული ორჯონიკიძეა, ან ჩამოყალიბებული უვიცი. ქვეყნისთვის სჯობია, უვიცი იყოს, ერთ ბრიყვს აიტანს ქვეყანა... თუმცა, ისეთი ბრიყვებიც ვიცით, რომლებიც ვერ იტანდნენ ამ ქვეყანას და რუსეთზე ჰყიდდნენ.
მერე მათი გეოგრაფიული უვიცობა ხალხს ისტორიულ სიძულვილში გადაუვიდა... ასე რომ, ფრთხილად ბიძი(ნი)კო, ამ გაუგებარმა ფრაზებმა ისეთ სანაგვეზე არ აღმოგაჩინოს, ისტორიულიც რომ არ ჰქვია...
0