ანქვაბზე თავდასხმაში ეჭვმიტანილები ერთმანეთის მიყოლებით იკლავენ თავებს ანქვაბზე თავდასხმაში ეჭვმიტანილები ერთმანეთის მიყოლებით იკლავენ თავებს />


  13:08:44     18-04-2012

ანქვაბზე თავდასხმაში ეჭვმიტანილები ერთმანეთის მიყოლებით იკლავენ თავებს

a17202.jpg

დღეს ცნობილი გახდა, რომ თავი მოიკლა აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმის ლიდერზე ალექსანდრე ანქვაბზე თავდასხმაში ეჭვმიტანილმა უკვე მეორე ადამიანმა.
14 აპრილს დაკავებულმა თემურ ხუტაბამ სოხუმის საგამოძიებო იზოლატორში ჩამოიხრჩო თავი. თვითმკვლელობის ფაქტს სოხუმი ოფიციალურად ადასტურებს.

პროკურატურის წყაროზე დაყრდნობით ვრცელდება ინფორმაცია, რომ ხუტაბამ მას შემდეგ ჩაიდინა თვითმკვლელობა, რაც შეიტყო, რომ ანქვაბზე ტერაქტის ორგანიზებაში ეჭვმიტანილმა ალმასბეი კჩაჩმა საკუთარ სახლში მოიკლა თავი. როგორც „პრესა.ჯი“  წერდა, კჩაჩი ვლადისლავ არძინბას უახლოესი გარემოცვის წევრი და ყოფილი შს მინისტრი იყო.  დასაკავებლად მისულ სამართალდამცველებს ის მკვდარი დახვდათ.

გარდა ამისა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ თვითმკვლელობა სცადა ტერაქტის საქმეში ეჭვმიტანილმა კიდევ ერთმა პიროვნებამ. მურმან საკანიამ ყელის გამოჭრა დაკავების მომენტში დააპირა. თუმცა მისი შველა მოხერხდა, ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. სოხუმი ჯერჯერობით არ განმარტავს, რას შეიძლება უკავშირდებოდეს სუიციდების სერია.

სამაგიეროდ, აფხაზურ ინტერნეტ-ფორუმებზე ეს საკითხი და თავად ტერაქტის საქმის გამოძიების დეტალები  აქტიურად განიხილება. აფხაზების ნაწილი ეჭვობს, რომ ალმასბეი კჩაჩი მოკლეს. მათი თქმით, ის „თავისი სამშობლოს ნამდვილი პატრიოტი იყო“, რაც შესაძლოა, „ზოგიერთ ძალებს“ არ მოსწონდათ და ამიტომაც ტერაქტის ორგანიზება დააბრალეს და ასე მოიშორეს თავიდან. აქ განსაკუთრებით ხაზს უსვამენ იმას, რომ ანქვაბზე თავდასხმის საქმის გამოძიებაში აქტიურად იყვნენ ჩართული მოსკოვიდან, თვით მედვედევის მითითებით გამოგზავნილი გამომძიებლები.

ამასთან, ასევე ფორუმებზე წერენ, რომ ანქვაბს, არც ისე დიდი ხნის წინ ღიად დაემუქრა ერთ-ერთი „გამოჩენილი პიროვნება“, როცა ადგილობრივ გაზეთში სეპარატისტული რეჟიმის ლიდერი გააფრთხილა: გაუფრთხილდით თქვენს ჯანმრთელობას ბატონო ალექსანდრ ზოლოტინსკოვიჩ, თორემ საწყენი იქნება, თუკი „სტუკაჩები“ დაობლდებიან. ანქვაბმა კი უპასუხა: მადლობთ, რომ ჩემს ჯანმრთელობაზე ზრუნავთ, მაგრამ აქედან შეიძლება ჩემს სიცოცხლეზე თავდასხმის მცდელობის სურათი დავინახოთ…

0

ავტორი: