ივანიშვილის ცენზორების მიერ დაჩეხილი ვიდეო და საჩხერის გამგებლის პასუხი ოლიგარქს (ვიდეო) ივანიშვილის ცენზორების მიერ დაჩეხილი ვიდეო და საჩხერის გამგებლის პასუხი ოლიგარქს (ვიდეო) />


  13:51:23     17-04-2012

ივანიშვილის ცენზორების მიერ დაჩეხილი ვიდეო და საჩხერის გამგებლის პასუხი ოლიგარქს (ვიდეო)

a17152.jpg

დამოკრატიით ევროპის გაოცების დიადი „პროგრამით“ პოლიტიკაში გადმობარგებული მილიარდერი, „ხალხში გასვლას“ გაუბედავად განაგრძობს. გასულ კვირას, თავისი მუდმივი დისლოკაციის ადგილიდან, „ფეისბუქის“ პეიჯიდან, ქართულმა ინტერნეტსაზოგადოებამ შეიტყო, რომ ბიძინა ივანიშვილი მშობლიურ საჩხერეში, საფეხბურთო მატჩს დაესწრო.

ამით ოლიგარქს იმის ილუზიის შექმნა სურდა, რომ მას „უბრალო ხალხი მხარს უჭერს“. ფაქტის გასაშუქებლად კი, „დემოკრატიის მამამ“, ჩვეულებისამებრ, ჟურნალისტები არ მიიწვია. როგორც ცნობილია, „მეოთხე ხელისუფლებას“ ბიძინა დიდად არ სწყალობს და მათდამი მიმართვისას, მხოლოდ ჭკუის დარიგებებით და მოქმედების წესების მითითებით იფარგლება.

ამიტომაც, დიდ „პოლიტიკოსს“, საჩხერეშიც მხოლოდ საკუთარი გადამღები ჯგუფი ახლდა. მიზანი, რა თქმა უნდა, იყო ის, რომ საზოგადოებას ენახა, თუ როგორი აღფრთოვანებით ეგებებიან ოლიგარქს საკუთარი თანასოფლელები. თუმცა, ყველაფერი დაგეგმილი სცენარის მიხედვით არ წარიმართა. ბიძინას „ტრიუმფალურ სვლაში“ დისონანსი კი, ადგილობრივმა გამგებელმა შეიტანა, რომელმაც გაბედა და მის ბრწყინვალებას შეეკამათა.

თუმცა, ოლიგარქის „პიარშჩიკებმა“, რომელნიც მსგავს საქციელში ადრეც შემჩნეულნი არიან, ვიდეო ისე დაჭრეს და გააყალბეს, რომ რეალური სურათი სრულიად საწინააღმდეგოთი შეცვალეს. სინამდვილეში კი მილიარდერსა და გამგებელს შორის, ასეთი დიალოგი წარიმართა:   

- აქ ვარ გაზრდილი, ჩემი კუთხეა და ჩემზე მეტი გულშემატკივარი აქ ბევრი არ არის, - ამბობს გამგებელი.

- კაი კაცი ხარ, - ეუბნება ივანიშვილი და იქვე გრძელი სიტყვისთვისაც ემზადება: - ფეხბურთიც უნდა გიყვარდეს...

- ფეხბურთიც მიყვარს, ჩემი ქვეყანაც მიყვარს და ჩემი საჩხერეც მიყვარს, - აწყვეტინებს ზურა ცერცვაძე.

- აი, ეგრე! მაგარი კაცი ყოფილხარ! მეგონა, შენ გემდურიან...

- არავინაც არ მემდურის, იმიტომ რომ პატრიოტი კაცი ვარ! - პასუხობს გამგებელი.

- შენ იმაზე მაგარი კაცი ყოფილხარ, ვიდრე მე მეგონა. ტყუილად ლაპარაკობთ, საჩხერლებო, ვერ არის მაგარიო, ხომ მაგარია? - ეკითხება ირგვლივ შეკრებილ ხალხს ივანიშვილი და ისმის შეძახილები: „კი!“, „მაგარია!“.

- „ჩიხურას“ გაუმარჯოს და საჩხერესაც გაუმარჯოს! - ისევ ართმევს სიტყვას გამგებელი და ამბობს: - „ჩიხურას" გაუმარ-ჯოს!!!“,- რასაც ხალხი ხმამაღლა აჰყვა, მერე კი გამგებლის ამ შეძახილს აპლოდისმენტებიც მოჰყვა.

ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც უხერხული ღიმილით ელოდა აპლოდისმენტების ჩაცხრომას (გამგებელი უნდა გაეშავებინა და ტაში კი დაუკრეს - ეს აშკარად არ ჯდებოდა მის გეგმებში), ვითომ დიდსულოვნება გამოიჩინა და მითითებაც გასცა: „არ გადაუღოთ ახლა ამ კაცს...“, რასაც ზურა ცერცვაძის რეპლიკა მოჰყვა:

- გადაიღონ, არაფრის არ მეშინია მე, იმიტომ რომ პატრიოტი კაცი ვარ...

- ამათი შემყურე როგორ უნდა გეშინოდეს? - ხალხის რეაქციაზე მიანიშნა მილიარდერმა, მაგრამ ასეთი პასუხი მიიღო:

- ჩემი ძმაკაცები არიან და მეგობრები არიან. გამოხატავენ მადლიერებას თქვენს მიმართ, მაგრამ უყვართ საქართველო და იციან, როგორ უნდა იარონ და სად უნდა იარონ...

გამგებლის ღირსეული პასუხი, რა თქმა უნდა, შეცბუნებულ ოლიგარქს კატეგორიულად არ მოეწონა.. ამიტომაც, დემოკრატიის მეხოტბეებმა, ის მთლაიანდ ამოჭრეს და მხოლოდ სათავისო ეპიზოდი დატოვეს...

ასეთ დემოკრატიას აშენებს მილიარდერი, რომელიც აშკარაა, რომ განსხვავებულ აზრს წყობიდან გამოჰყავს... საჩხერეში კი ნათლად დაინახა, რომ მას თვით საკუთარი მეზობლებიც აღარ უჭერენ მხარს...

0

ავტორი: