„ჩემი ეკა“ სამზარეულოში, „მეოცნებეთა“ ცოლები - ბიძინას ჟენევის ოფისში... „ჩემი ეკა“ სამზარეულოში, „მეოცნებეთა“ ცოლები - ბიძინას ჟენევის ოფისში... />


  14:36:45     12-04-2012

„ჩემი ეკა“ სამზარეულოში, „მეოცნებეთა“ ცოლები - ბიძინას ჟენევის ოფისში...

a17039.jpg

ბიძინამ ევროპის „გადარევა“ ჟენევიდან დაიწყო. ახლახან, სწორედ ჟენევაში გახსნა „ქართული ოცნების“ ოფისი. როგორ უნდა გაეკვირვებინა ბიძინას  ბებერი ევროპა, თუ არა იქ რამდენიმე „სასოწარკვეთილი დიასახლისის“ მივლინებით. თითქოსდა ევროპას თავისი სასოწარკვეთილები არ კმაროდნენ.

საქმე ისაა, რომ „ქართული ოცნების“ ოფისს,  ჟენევაში, სათავეში უდგანან, არც მეტი არც ნაკლები, გია ხუხაშვილისა და ლაშა ნაცვლიშვილი ცოლები. რა დამსახურება მიუძღვით ამ ქალბატონებს ბიძინას წინაშე, ამის თაობაზე უახლესი ისტორია დუმს.

სავარაუდოდ, ერთი მიზეზი ის უნდა იყოს, რომ  შევარდნაძის დროის ექს–ჩინოვნიკს შვილები ჟენევაში ჰყავს გადასტყორცნილი და მის მეუღლეს ხშირად უწევდა ჟენევაში ყოფნა. 

ქალბატონი ნაცვლიშვილი არაჩვეულებრივად იცნობს იქაურ კაფე–ბარებს, მაღაზიებს და სალონებს.  ხუხაშვილის ცოლი ამ მხრივ ცოტა გაუგებრობაშია მოხვედრილი, მაგრამ  „ქართული ოცნება“ იმედოვნებს  რომ ნაცვლიშვილის მეუღლე საკითხში გაარკვევს. 

დღეს ჟენევას საქართველოდან საინტერესო დელეგაცია ეწვევა. ჟენევის  ქართველ მეოცნებე ქალთა კარავს, მეუღლეები  ჩააკითხავენ. რაში ენაღვლებათ ნაცვლიშვილებს და ხუხაშვილებს ეკა ხვედელიძის ქმრის ნაშრომ–ნაჯაფი...  

როგორც ჩანს, ეკა ხვედელიძე არც ისე დგას სიმაღლეზე, როგორც ამბობენ, თორემ, რატომ უნდა დააფინანსოს ბიძინამ სხვისი ცოლების ევროპული შრიალი?! ვინმე იტყვის, რომ ჟენევაში ამ ორი გაურკვეველი კონფიგურაციის ქალის ბინადრობა, რამე შედეგს მოუტანს ბიძინას პოლიტიკას?

ჟენევაში დაგეგმილ ვიზიტზე „პრესა.ჯი“ ედიკას უშიშროების მინისტრის ექს-მოადგილესა და თეთრი ლექსების „ფუძემდებელს“, ლაშა ნაცვლიშვილს დაუკავშირდა.

„პრესა.ჯი“: ჟენევაში ოფისი გახსნა „ქართულმა ოცნებამ“, რომელსაც თქვენი  მეუღლე ხელმძღვანელობს, გია ხუხაშვილის მეუღლესთან ერთად...

-  გაიხსნა თუ არა ოფისი, ისიც არ ვიცი და ვინ ხელმძღვანელობს ის მეცოდინება?

- თქვენ, დღეს, ჟენევაში მიფრინავთ...

- მე შემეძინა შვილიშვილი და ამის გამო მივფრინავ ჟენევაში.

- თქვენთან ერთად მიფრინავს გია ხუხაშვილიც, მასაც შვილიშვილი შეეძინა ჟენევაში?

- მე რატომაც მივდივარ, გითხარით. სხვა რატომ მიდის და სად მიდის, ან ვისთან ერთად,  არ ვიცი.  ჩემი შვილები, 2004 წლიდან ცხოვრობენ ჟენევაში. „ქართული ოცნება“ 2011 წელს შეიქმნა. ამიტომ, რა კავშირი აქვს „ქართულ ოცნებას“ ჩემი შვილების განათლებასთან ან შვილიშვილის დაბადებასთან?“

აი, ასე „ლოგიკურად“ ახსნა ნაცვლიშვილმა ჟენევის ამბები.  რა კავშირი აქვს „ქართულ ოცნებას“ და ბიძინას  ფულებს  ნაცვლიშვილის  შვილებთან და შვილიშვილებთან,  ცოლთან და სიდედრთან, ესაა სწორედ საკითხავი.

0

ავტორი: