მოსკოვს ფერადი რევოლუციის ეშინია მოსკოვს ფერადი რევოლუციის ეშინია />


  12:39:14     11-04-2012

მოსკოვს ფერადი რევოლუციის ეშინია

a16990.jpg

რუსეთის სახელმწიფო დუმაში იქმნება დსთ-ის საქმეების კომიტეტთან არსებული საბჭო, რომელიც ახლო აღმოსავლეთში რუსეთის მიმართ წარმოქმნილი საფრთხეებისა და „ფერადი რევოლუციების“ საშიშროების ანალიზს მოახდენს. ამის შესახებ გაზეთი „კომერსანტი“ იუწყება. ახალი ორგანოს ფუნქციები უფრო ზუსტად 12 აპრილს განისაზღვრება.

საბჭო, ერთგვარი, „კონტრრევოლუციური კვლევითი ცენტრი“  იქნება. „კომერსანტის“ წყაროს თქმით, საკითხები, რის გამოც ეს ორგანო იქმნება, „ფერადი რევოლუციების“ თემატიკას, ასევე ქსელური ტექნოლოგიებისა და საპროტესტო მოძრაობების ორგანიზების, სოციალურ ქსელებზე და მასებზე ზემოქმედების თემებს უკავშირდება და რაც მთავარია, მან უნდა შეიმუშაოს, ზოგადად, რევოლუციური მოძრაობის საწინააღმდეგო მეთოდები.

საბჭოს მუშაობაში ჩართულები იქნებიან რუსული ინსტიტუტები, რომლებიც პოსტსაბჭოთა სივრცის შესწავლაზე არიან სპეციალიზებულები.

0

ავტორი: