11:07:00     17-01-2012
თავდაცვის სამინისტროს განცხადება
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო იწვევს მოქალაქეებს შეიარაღებულ ძალებში და სთავაზობს საკონტრაქტო პროფესიული სამხედრო სამსახურის გავლას. სამხედრო მოსამსახურეები ოთხი წლის განმავლობაში მიიღებენ მაღალ ანაზღაურებას, უზრუნველყოფილი იქნებიან – თანამედროვე აღჭურვილობით, უფასო სამედიცინო მომსახურებით, სოციალური და სამართლებრივი დაცვით.
საკონტრაქტო სამსახურის გავლა შეუძლიათ 18-დან 35 წლამდე ასაკის მამაკაცებს, სამხედრო სავალდებულო სამსახურში მყოფ პირებს, ასევე წვევამდელებს 18 წლის ასაკიდან.
საბუთების მიღება წარმოებს ეროვნულ სასწავლო ცენტრში “კრწანისი”.
მიმღებ კომისიაში წარსადგენი საბუთების ნუსხა:
1. ნამსახურების ნუსხა
2. ანკეტა (შევსება მოხდება ადგილზე)
3. განცხადება გაწვევაზე
4. ავტობიოგრაფია (ხელნაწერი და დაბეჭდილი)
5. დაბადების მოწმობის ასლი
6. განათლების მოწმობის ასლი
7. ქორწინების მოწმობის ასლი
8. ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები
9. ოჯახის წევრების პირადობის მოწმობის ასლები
10. მოქალაქის დამადასტურებელი პირადობის მოწმობის ასლი
11. ჯანმრთელობის შესახებ ცნობა (ფ #100-ა)
12. ნარკოლოგიური ცენტრიდან ცნობა
13. სოც. უზრუნველყოფიდან ცნობა პენსიის შესახებ
14. შ.ს. სამინისტროდან ცნობა (ნასამართლეობა)
15. სამხედრო ბილეთის ან მიწერის მოწმობის ასლი
16. მართვის მოწმობის ასლი (თუ აქვს)
17. შრომის წიგნაკის ასლი (თუ აქვს)
18. დახასიათება – რეკომენდაცია
19. 2 ფოტო 9X12 – ზე
20. 4 – ფოტო 3X4 – ზე
პირადი საქმის დოკუმენტაციის ნუსხა ორ ეგზემპლარად
მისამართი: ქალაქ რუსთავის გზატკეცილი, სოფელი კრწანისი
დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ 2 30 55 72 , 2 91 02 07, 577 19 95 68
Mod.gov.ge
0