• თბილისი
  • 32°C
  • 19 ივლისი, 2019
article

თბილისი პრაიდთან დაკავშირებით აშშ-ს საელჩო საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებს

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში, თბილისში მყოფ საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებს. განცხადება საელჩოს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა, სადაც ნათქვამია, რომ შტატების მოქალაქეებმა თავი აარიდონ თბილისი პრაიდის ფარგლებში დაგეგმილ ხალხმრავალ ღონისძიებებს.

"22 ივნისს, შაბათს იგეგმება ლგბტ თემის წევრებისა და მათი მხარდამჭერების აღლუმი. მსგავსი ღონისძიება საქართველოში წელს პირველად იმართება. წარსულში, მსგავსი სახის საჯარო ღონისძიებებზე ლგბტ თემის წარმომადგენლების და მათი მხარდამჭერების წინააღმდეგ ძალადობრივი რეაგირება მოხდა.  პრაიდის მონაწილეების მიმართ იყო ფიზიკური დაზიანებების შემთხვევებიც. მოერიდეთ დემონსტრაციულ საქმიანობას და საზოგადო შეკრების ადგილებში გამოიჩინეთ სიფრთხილე,"-ნათქვამია განცხადებაში. 


თეგები :