• თბილისი
  • 30°C
  • 19 ივნისი, 2019
article

მაჩალიკაშვილი სოსო გოგაშვილზე: ძირს დაგდებული ფართხალებს, არ არის ღირსეული მოწინააღმდეგე... მისი განადგურება რამდენიმე მეთოდით შეიძლება - მისი მამის საფლავიც მჭირდება, მისი მთელი მოდგმაც მჭირდება

"ძირს დაგდებული ფართხალებს. მასთან ბრძოლის სურვილი დამეკარგა -  არ არის ღირსეული მოწინააღმდეგე,“ - ასე მოიხსენია მალხაზ მაჩალიკაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსანი, სოსო გოგაშვილი "რუსთავი 2"-თან საუბარში.

"განადგურება შეიძლება რამდენიმე მეთოდით, რომელი მეთოდითაც ვაპირებ მის განადგურებას და ამას გავაკეთებ, პოლიტიკური მეთოდით... მისი მამის საფლავიც მჭირდება, მისი შვიდივე პატრონის საფლავიც მჭირდება, მისი მთელი მოდგმაც მჭირდება, უნდა ვიცოდე, ვინ არის ჩემი მტერი. ის რაღაცას იძახის, ბჟუტუნებს, ის ვიღაცის დავალებებს ასრულებს, მე ყასაბი კი არ ვიყავი ბაზარში, მე ასეთი შტაბელებით მინახავს. თუ სადმე იარაღია ნახსენები, თუ სადმე ასაფეთქებელია ნახსენები, ისინი ჩემს ლაპარაკს არ ჩაიწერდნენ... ვიცი, რომ ყველა ჩემი ფეხის ნაბიჯი კონტროლდება. ყველა ჩემი ტელეფონზე საუბარი იწერება, რაც მე ამოვალ და ვდგავარ ამ 9 თვის განმავლობაში, ყველაფერი იწერება. ის ამოგდებული ჩანაწერი, რომელსაც ჩემს ძმიშვილთან ერთად ვსაუბრობ, ამ კარავშია ჩაწერილი,“ - აღნიშნა მაჩალიკაშვილმა "რუსთავი 2"-თან საუბარში. 


თეგები :