"არც ერთი კანონი არ ღირს იმად, რომ დაშავდნენ ჩვენი შვილები" – ეპისკოპოსი საბა "არც ერთი კანონი არ ღირს იმად, რომ დაშავდნენ ჩვენი შვილები" – ეპისკოპოსი საბა /> "/> " />


  23:25:04     02-05-2024

"არც ერთი კანონი არ ღირს იმად, რომ დაშავდნენ ჩვენი შვილები" – ეპისკოპოსი საბა

1714678080saba-inckirveli.png.jpg

ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი საბა ინწკირველი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ქადაგებისას გამოეხმაურა:

"არ შეიძლება, პოლიციელებმა ახალგაზრდა გოგოებს მუშტები ურტყან. არც ის შეიძლება, რომ ახალგაზრდებმა შეურაცხყოფა მიაყენონ პოლიციელებს. პასუხისმგებლობა ერთმნიშვნელოვნად არის სახელმწიფოზე და სახელმწიფოს მმართველებზე. დიახ, მათზე. რადგანაც არ შეიძლება ხალხს მიტინგით, ერთი მეორეს მოუწყო და ხალხი ხალხს დააპირისპირო. როდესაც ხედავ, რომ ქვეყანაში მღელვარებაა, როდესაც ხედავ რომ ბევრი კითხვაა, რაც არ უნდა იყოს, არც ერთი კანონი არ ღირს იმად, რომ დაშავდნენ ჩვენი შვილები. სამწუხაროდ, ეს არის ტკივილი თითოეული ჩვენგანისთვის და არაქრისტიანული დამოკიდებულება ერთმანეთისადმი", – განაცხადა სასულიერო პირმა. 


ავტორი: presa.ge