• თბილისი
  • 27°C
  • 26 მაისი, 2019
article

Facebook-მა თავის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური შეფერხება განიცადა

BBC-ის ცნობით, Facebook-ისა და Instagram-ის  შეფერხება  მთელი მსოფლის მომხმარებლებს შეეხო. ანალოგიური ვითარება იყო Facebook-ის მესინჯერსა და WhatsApp-თან დაკავშირებით.

ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია შეფერხება, რომელიც კომპანიის არსებობის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური აღმოჩნდა.

მსგავსი პრობლემის წინაშე Facebook-ი 2008 წელსაც დადგა, როდესაც მას 150 მილიონი მომხმარებელი ჰყავდა. ამჟამად სოციალურ ქსელში მათი რაოდენობა დაახლოებით 2,3 მილიარდია.

„ჩვენ საქმის კურსში ვართ, ვიცით, რომ Facebook-ის მომხმარებლებს სოციალური ქსელის მუშაობასთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები შეექმნათ, ვცდილობთ ხარვეზი დროულად გამოვასწოროთ“, - ნათქვამია კომპანიის ოფიციალურ განცხადებაში. 

მედიის ცნობით, ექსპერტები კიბერთავდასხმას არ გამორიცხავენ.


თეგები :

×